Facebook Twitter

¹ა-407-შ-19-09 13 აპრილი, 2009წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1. ი. კ-ძე; 2. რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. კ-ძე

განხილვის საგანი _ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ზ. კ-ძეს, დაბადებულს 1957 წლის 3 იანვარს და ი. კ-ძეს (ლ-ოვას), დაბადებულს 1973 წლის 25 ნოემბერს შორის, რეგისტრირებული 1995 წლის 17 მარტს მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილების მიერ, სააქტო ჩანაწერით ¹84, რომლებსაც ჰყავთ ერთი საერთო არასრულწლოვანი შვილი; ზ. კ-ძეს, დაბადებულს 1957 წლის 3 იანვარს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, თიანეთის რაიონში, ი. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1995 წლის 7 ნოემბერს დაბადებული შვილის _ მ. კ-ძის სარჩენად ალიმენტის გადახდა ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ყველა სახის შემოსავლის და სარგებლის¼1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად 2008 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ზ. კ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 100 რუბლის გადახდა.

ი. კ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ხოლო რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლემ 100 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ი. კ-ძისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით; მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობების თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

შუამდგომლობებისა და აღნიშნული განჩინების ასლები ზ. კ-ძეს 2009 წლის 21 მარტს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. კ-ძისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ზ. კ-ძეს, დაბადებულს 1957 წლის 3 იანვარს და ი. კ-ძეს (ლ-ოვას), დაბადებულს 1973 წლის 25 ნოემბერს შორის, რეგისტრირებული 1995 წლის 17 მარტს მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილების მიერ, სააქტო ჩანაწერით ¹84, რომლებსაც ჰყავთ ერთი საერთო არასრულწლოვანი შვილი; ზ. კ-ძეს, დაბადებულს 1957 წლის 3 იანვარს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, თიანეთის რაიონში, ი. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1995 წლის 7 ნოემბერს დაბადებული შვილის _ მ. კ-ძის სარჩენად ალიმენტის გადახდა ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ყველა სახის შემოსავლის და სარგებლის¼1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად 2008 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ზ. კ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 100 რუბლის გადახდა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «გ» და «ვ» ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც «ა,» «ბ,» «დ,» «ე» და «ზ» ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ძისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ¹1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ზ. კ-ძეს, დაბადებულს 1957 წლის 3 იანვარს და ი. კ-ძეს (ლ-ოვას), დაბადებულს 1973 წლის 25 ნოემბერს შორის, რეგისტრირებული 1995 წლის 17 მარტს მურმანსკის ოლქის ქ. მონჩეგორსკის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილების მიერ, სააქტო ჩანაწერით ¹84, რომლებსაც ჰყავთ ერთი საერთო არასრულწლოვანი შვილი; ზ. კ-ძეს, დაბადებულს 1957 წლის 3 იანვარს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, თიანეთის რაიონში, ი. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1995 წლის 7 ნოემბერს დაბადებული შვილის _ მ. კ-ძის სარჩენად ალიმენტის გადახდა ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ყველა სახის შემოსავლის და სარგებლის¼1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად 2008 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ზ. კ-ძეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 100 რუბლის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.