Facebook Twitter

საქმე # 330802218002575232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24I-18 ქ. თბილისი

ა-ი ი-მ, 24I-18 6 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - მ. ა-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი-მ ა-ის

თარჯიმან - ნ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი-მ ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2011 წლის 26 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, 6 თვითა და 20 დღით და 3 თვითა და 10 დღით.

2014 წლის 1 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-13 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2011 წლის 27 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 3 წლისა და 8 თვის ვადით.

2012 წლის 23 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-6 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2011 წლის 24 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 1 თვის ვადით.

2014 წლის 28 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-13 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2011 წლის 21 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვისა და 10 დღის ვადით.

2014 წლის 20 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-13 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2012 წლის 26 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით.

2013 წლის 5 მაისს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-2 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2013 წლის 5 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 იანვრის, 2011 წლის 27 იანვრის, 2011 წლის 24 თებერვლის, 2011 წლის 21 დეკემბრისა და 2012 წლის 26 აპრილის განაჩენებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოსცა ი. ა-ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2014 წლის 2 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2011 წლის 26 იანვრის, 2011 წლის 27 იანვრის, 2011 წლის 24 თებერვლის, 2011 წლის 21 დეკემბრისა და 2012 წლის 26 აპრილის განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ აღნიშნული განაჩენებით, ი. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 42 თვისა და 40 დღის ვადით.

2011 წლის 26 მაისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი 48-ე სისხლის სამართლის სასამართლოს (ეიუფის რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 სასამართლო) განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

2013 წლის 19 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-9 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2014 წლის 14 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ, ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოსცა ი. ა-ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2011 წლის 27 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-18 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და N5237 კოდექსის 267-ე მუხლით (სხვისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით და 1 წლითა და 6 თვით.

2013 წლის 13 მარტს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-9 სამმართველოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენში, რის საფუძველზეც ხსენებული განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ი. ა-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად, ხოლო ამავე კოდექსის 267-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი გაუქმდა, რის შემდეგაც განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2013 წლის 26 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ, ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოსცა ი. ა-ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2012 წლის 17 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-17 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და N5237 კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 5 თვით.

2014 წლის 18 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-8 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2014 წლის 12 მაისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ, ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოსცა ი. ა-ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2. მოწოდებული მასალების თანახმად, ი. ა-ის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2011 წლის 26 იანვრის განაჩენი:

2010 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ი. ა-მა ქურდობის მიზნით, ბინის ხის კარის ფეხით შემტვრევის გზით, შეაღწია ქ. ე-ში, შ-ის გამზირზე, ა-ის სახ. N- კორპუსში მდებარე, დაზარალებულ ქ. ჰ-უს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი ბინაში და აღნიშნული ბინიდან ფარულად დაეუფლა ავეჯსა და სხვადასხვა საქონელს.

2011 წლის 27 იანვრის განაჩენი:

2010 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00-15:00 საათებს შორის დროის მონაკვეთში, ი. ა-მა ქურდობის მიზნით, ბინის ხის კარის ფეხით შემტვრევის გზით, შეაღწია ქ. ე-ში, ა. ფ-ს უბანში, - სახ. გამზირის N--ში მდებარე, დაზარალებულ ე. ო-ის საკუთრებაში არსებულ N- საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული ბინიდან ფარულად დაეუფლა ძვირფასი თვლებით გაწყობილ ვერცხლისფერ ყელსაბამსა და საყურეს, ასევე - ერთ წყვილ მამაკაცის ფეხსაცმელს.

2011 წლის 24 თებერვლის განაჩენი:

2010 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ე-ში, ჯ-ის სახ. გამზირის -ში მდებარე სავაჭრო ცენტრში, ქურდობის მიზნით ი. ა-ი შევიდა დაზარალებულ ა. ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მაღაზიაში და მობილური ტელეფონების დათვალიერების პროცესში ფარულად დაეუფლა ,,Nokia 6730“ მოდელის ტელეფონს, რის შემდეგაც დატოვა მაღაზია. აღნიშნულის შემდეგ ი. ა-მა ხსენებული მობილური ტელეფონი მიჰყიდა მობილური ტელეფონებით მოვაჭრე ი. ი-ს. ი. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით 350-380 თურქული ლირა.

2011 წლის 26 მაისის განაჩენი:

ი. ა-ი მსჯავრდებულის სახით მოთავსებული იყო ბ-ას სახელობის დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2007 წლის 19 აპრილს აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ი. ა-სგან ამოღებულ იქნა 1.2 გრ მარიხუანა და მობილური ტელეფონის 6 სიმბარათი.

2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენი:

2006 წლის 22 მარტს სამართალდამცავ ორგანოებში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიციის დირექციის მიერ ჩატარებული ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, იმავე დღეს, დაახლოებით 17:05 საათზე, ბ-უს რაიონში, დ-ეს უბანში, დააკავეს ე. ქ. და მასთან მყოფი ი. ა-ი, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს თავი ა. ქ-დ წარუდგინა და გადასცა ა. ქ-ს სახელზე გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ი. ა-ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამოღებულ იქნა 7.65 მმ კალიბრიანი ,,Kirrikkale-ის“ ფირმის უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 3 ვაზნა.

2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენი:

2010 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ. ე-ში, ჯ-ის სახ. სავაჭრო ცენტრში, ქურდობის მიზნით, ი. ა. შევიდა დაზარალებულ შ. ჩ-უს საკუთრებაში არსებულ მაღაზიაში და მობილური ტელეფონების დათვალიერების პროცესში ფარულად დაეუფლა ,,Nokia 5800“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც დატოვა მაღაზია. ი. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით 525 თურქული ლირა.

2012 წლის 26 აპრილის განაჩენი:

2010 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ე-ში, შ. ფ-ას უბანში, თ. ქე-ის ქუჩაზე, ი. ა-მა ფიზიკური ძალის გამოყენებით, ავტომანქანის კარის დაზიანების გზით, გააღო დაზარალებულ ე. ქ-ეს საკუთრებაში არსებული ,,Fiat-ის“ ფირმის ავტომანქანა, გადაჭრა კაბელები და გახსნა ავტომანქანის საჭის ჩამკეტი მექანიზმი, რის შემდეგაც ფარულად დაეუფლა ავტომანქანაში არსებულ მაგნიტაფონს და მიიმალა. ი. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით 1000 თურქული ლირა.

2012 წლის 17 ივლისის განაჩენი:

2008 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ს-ში, ბ-უს რაიონში, ფ. ს-თან მ-ის სახ. გამზირზე არსებულ კლუბთან, ი. ა-ს დაპირისპირება მოუვიდა რამდენიმე პირთან, რა დროსაც მის ხელთ არსებული უნებართვო, ,,Star-ის“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-6-ჯერ გაისროლა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღი დატოვა იქვე მდებარე ,,--ის“ სახელობის ავტოსამრეცხაოში. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ხსენებულ ავტოსამრეცხაოდან ამოღებულ იქნა ი. ა-ის კუთვნილი, უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 5 ვაზნა.

3. 2014 წლის 7 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი.

4. 2014 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ი. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები. აღნიშნული შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედანი მიღებულ იქნა 2014 წლის 5 ნოემბერს.

5. 2014 წლის 6 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით ი. აკიუზი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და ჯარიმა - 2 000 ლარი. ი. ა-სთვის შეფარდებული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 28 აგვისტოდან.

6. 2015 წლის 23 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ი. აკიუზის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. 2015 წლის 5 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ი. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის დედანი.

8. 2016 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შესახებ განკარგულებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ნოემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განაჩენებით ი. ა-ის მიერ მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი განახევრდა.

9. 2016 წლის 12 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. ა-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2016 წლის 30 დეკემბერს.

10. 2017 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 6 თვისა და 25 დღის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 6 თვისა და 25 დღის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით შეეცვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით და დაენიშნა ჯარიმა - 2 000 ლარი. ი. ა-სთვის შეფარდებული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2017 წლის 2 ივნისიდან და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 26 დეკემბერს.

11. 2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. ა-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2017 წლის 20 დეკემბერს.

12. 2017 წლის 26 დეკემბერს ი. ა-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

13. 2017 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

14. 2018 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ა-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 26 ივნისამდე.

15. 2018 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი. ა-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 26 სექტემბრამდე.

16. 2018 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ი-მ ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:

ა) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); ბ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); გ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა); დ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი 48-ე სისხლის სამართლის სასამართლოს (ეიუფის რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 სასამართლო) 2011 წლის 26 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა); ე) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-18 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება); ვ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში); ზ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); თ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-17 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და N5237 კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით).

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 7 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო ი-მ ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:

ა) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); ბ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); გ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა); დ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი 48-ე სისხლის სამართლის სასამართლოს (ეიუფის რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 სასამართლო) 2011 წლის 26 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა); ე) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-18 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება); ვ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში); ზ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); თ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-17 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და N5237 კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით).

18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი-მ ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ვინაიდან არის ეთნიკურად ქურთი, ღიად ემხრობა ქურთულ პარტიას და აკრიტიკებს მმართველ გუნდს, რის გამოც არაერთხელ დაექვემდებარა თურქეთში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი იბრაჰიმ აკიუზი ექსტრადიციის მიზნით საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 26 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ი. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. მხოლოდ განცხადებას, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რომ ი. ა-ი, თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და ეთნიკური კუთვნილების გამო, არაერთხელ გამხდარა წამების მსხვერპლი, პალატა ვერ გაიზიარებს.

5. უსაფუძვლოა ასევე კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ი. ა-ი თურქეთის რესპუბლიკაში დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, რადგანაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირის ექსტრადიციის თაობაზე შესაძლოა, წარმოშვას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი და აქედან გამომდინარე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ იქნა არსებითი დასაბუთება მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში პირის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საფრთხის შესახებ (იხ. ECtHR, 7.07.1989, ,,სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 14038/88, § 91; ECtHR, 12.04.2005, ,,შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, 36378/02, § 335; ECtHR, 20.03.1991, ,,კრუზ ვარასი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“, 15576/89, §§ 69-70; ECtHR, 15.11.1996, ,,ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 22414/93, § 74.)

6. ამდენად, კასატორის ზოგადი განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხის შესახებ ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

7. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ა-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი-მ ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით: ა) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); ბ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ხელყოფა), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); გ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა); დ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი 48-ე სისხლის სამართლის სასამართლოს (ეიუფის რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 სასამართლო) 2011 წლის 26 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა); ე) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-18 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება); ვ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში); ზ) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის ძირითადი მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაკეტვის გზით დაცული ქონების ქურდობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება); თ) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ძირითადი მე-17 სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და N5237 კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი-მ ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე