Facebook Twitter

¹ა-432-შ-29-07 16 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქეების – ტ. რ-ისა და ე. ბ-ის, ასევე ბრესტის ოლქის კობრინის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ს.დ-ის შუამდგომლობები და სასამართლოს დოკუმენტები მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დ. ვ-ს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის - 211 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთებისა და მიყენებული მატერიალური ზარალის – 500 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების ანაზღაურება, აგრეთვე, ტ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის - 265 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთებისა და სახელმწიფო ბაჟის - 202 600 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დ. ვ-ს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების – 4 250 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების გადახდა.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 19 სექტემბერს.

დაზარალებულებმა ტ. რ-მა, ე. ბ-მა და ბრესტის ოლქის კობრინის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ს.დ-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს მოქალაქის - მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქეების – ტ. რ-ისა და ე. ბ-ის, ასევე ბრესტის ოლქის კობრინის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ს.დ-ის შუამდგომლობები და სასამართლოს დოკუმენტები მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქეების – ტ. რ-ისა და ე. ბ-ის, ასევე ბრესტის ოლქის კობრინის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ს.დ-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დ. ვ-ს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის - 211 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთებისა და მიყენებული მატერიალური ზარალის – 500 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების ანაზღაურება, აგრეთვე, ტ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის - 265 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთებისა და სახელმწიფო ბაჟის - 202 600 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დ. ვ-ს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების – 4 250 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების გადახდა.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 19 სექტემბერს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქეების – ტ. რ-ის, ე. ბ-სა და ბრესტის ოლქის კობრინის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ს.დ-ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ქ.კობრინის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენი მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ვ-ს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის - 211 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთებისა და მიყენებული მატერიალური ზარალის – 500 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების ანაზღაურება, აგრეთვე, ტ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის - 265 000 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთებისა და სახელმწიფო ბაჟის - 202 600 ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის გასანაღდებელი ბილეთების გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.