Facebook Twitter

ა-445-შ-20-09 6 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. ხულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის პ. ბ-ოვსკის შუამდგომლობა ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე - ნ. გ-იას სარჩელის გამო მოპასუხე გ. გ-იას მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. გ-იას მიმართ და მოითხოვა მშობლის უფლების ჩამორთმევა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1991 წლის 18 პრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ. გ-იასთან. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში 1992 წლის 13 ოქტომბერს შეეძინათ შვილი – თ. გ-ია. ბავშვის დაბადება რეგისტრაციაში გატარდა ¹445 სააქტო ჩანაწერით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე 1994 წლიდან მათთან არ ცხოვრობს და არ ზრუნავს ბავშვზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს ჩამოერთვას მშობლის უფლება.

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის - პ. ბ-ოვსკის მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ გ. გ-იას სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას პირადად ჩაჰბარდა.

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-იას, დაბადებულს საქართველოში 1963 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ძველ აბასთუმანში - ჩამოერთვა მშობლის უფლება 1992 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული არასწრულწლოვანი შვილის - თ. გ-იას მიმართ. ბავშვის დაბადება რეგისტრაციაში გატარდა 1992 წლის 3 ნოემბერს ქ.ბრესტის ლენინის რაიაღმასკომის მმაჩის ბიუროს ¹445 სააქტო ჩანაწერით. ამავე გადაწყვეტილებით გ. გ-იას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 5500 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 23 დეკემბერს და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე პ. ბ-ოვსკიმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის პ. ბ-ოვსკის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. გ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. გ-იას მიმართ და მოითხოვა მშობლის უფლების ჩამორთმევა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1991 წლის 18 პრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ. გ-იასთან. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში 1992 წლის 13 ოქტომბერს შეეძინათ შვილი – თ. გ-ია. ბავშვის დაბადება რეგისტრაციაში გატარდა ¹445 სააქტო ჩანაწერით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე 1994 წლიდან მათთან არ ცხოვრობს და არ ზრუნავს ბავშვზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს ჩამოერთვას მშობლის უფლება.

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის - პ. ბ-ოვსკის მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ გ. გ-იას სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას პირადად ჩაჰბარდა.

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-იას, დაბადებულს საქართველოში 1963 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ძველ აბასთუმანში - ჩამოერთვა მშობლის უფლება 1992 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული არასწრულწლოვანი შვილის - თ. გ-იას მიმართ. ბავშვის დაბადება რეგისტრაციაში გატარდა 1992 წლის 3 ნოემბერს ქ.ბრესტის ლენინის რაიაღმასკომის მმაჩის ბიუროს ¹445 სააქტო ჩანაწერით. ამავე გადაწყვეტილებით გ. გ-იას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 5500 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 23 დეკემბერს და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე პ. ბ-ოვსკიმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე პ. ბ-ოვსკის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე გ. გ-იას. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 2009 წლის 26 მარტს.

მოპასუხე მხარეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე პ. ბ-ოვსკის შუამდგომლობა ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-იას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 105000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების 5500 რუბლის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვამდებაროს აღსრულებას;

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.