ა-476-შ-22-09 14 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ გ. გ-ავა
წარმომადგენელი _ გ. ც-ავა
ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება
დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცდა 1974 წლის 6 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქ.სოხუმში დაბადებული, დაბადების მოწმობის ¹486705, გ. გ-ავას პეტიცია სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც გ.გ-ავას მიენიჭა უფლება ჰქონდეს სახელი და გვარი _ ჯ. კ-ელი. აღნიშნული ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ.
გ. გ-ავას წარმომადგენელმა გ. ც-ავამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ავას წარმომადგენელ გ. ც-ავას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. გ-ავას წარმომადგენელ გ. ც-ავას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცდა 1974 წლის 6 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქ.სოხუმში დაბადებული, დაბადების მოწმობის ¹486705, გ. გ-ავას პეტიცია სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც გ.გ-ავას მიენიჭა უფლება ჰქონდეს სახელი და გვარი _ ჯ. კ-ელი.
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანების თანახმად, განსახილველი ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ _ 2006 წლის 20 ნოემბერს.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-ავას წარმომადგენელ გ. ც-ავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა 1974 წლის 6 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქ.სოხუმში დაბადებული, დაბადების მოწმობის ¹486705, გ. გ-ავას პეტიცია სახელის შეცვლასთან დაკავშირებით და გ.გ-ავას მიენიჭა უფლება ჰქონდეს სახელი და გვარი _ ჯ. კ-ელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.