Facebook Twitter

¹ა-482-შ-23-09 1 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-იანის წარმომადგენლის ნ. გ-იანის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ფრაიბურგ ბრაისგაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, კ. ჰოპპეს მიმართ, განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფრაიბურგ ბრაისგაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დ. გ-იანის განცხადება კ. ჰ-ს მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

დ. გ-იანის წარმომადგენელმა ნ. გ-იანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფრაიბურგ ბრაისგაუს პირველი ინსტანციის 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ დ. გ-იანის წარმომადგენლის ნ. გ-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ფრაიბურგ ბრაისგაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დ. გ-იანის განცხადება კ. ჰ-ს მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 28 ნოემბერს.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ფრაიბურგ ბრაისგაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. გ-იანის წარმომადგენლის ნ. გ-იანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ფრაიბურგ ბრაისგაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც დ. გ-იანის განცხადება კ. ჰ-ს მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.