ა-492-შ-24-09 13 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები _ 1. ნ. ბ-შვილი; 2. უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ბ-შვილი
განხილვის საგანი _ უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-შვილს, დაბადებულს 1963 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თბილისში, ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის სარგებლის 1/2-ის ოდენობით, შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ისა, შვილების _ 1995 წლის 17 აგვისტოს დაბადებული გ. ბ-შვილის, 1998 წლის 27 იანვარს დაბადებული დ. ბ-შვილის, 2002 წლის 26 მარტს დაბადებული თ. ბ-შვილის სარჩენად ყოველთვიურად 2008 წლის 18 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე; სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვიური გადასახდელის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას; გ. ბ-შვილს ასევე დაეკისრა 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 30 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ანაზღაურება.
ნ. ბ-შვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ხოლო უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონულმა სასამართლომ 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 30 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის განჩინებით ნ. ბ-შვილისა და უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით; მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობების თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
შუამდგომლობებისა და აღნიშნული განჩინების ასლები გ. ბ-შვილს 2009 წლის 25 მარტს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-შვილისა და უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-შვილს, დაბადებულს 1963 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თბილისში, ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის სარგებლის 1/2-ის ოდენობით, შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ისა, შვილების _ 1995 წლის 17 აგვისტოს დაბადებული გ. ბ-შვილის, 1998 წლის 27 იანვარს დაბადებული დ. ბ-შვილის, 2002 წლის 26 მარტს დაბადებული თ. ბ-შვილის სარჩენად ყოველთვიურად 2008 წლის 18 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე; სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვიური გადასახდელის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას; გ. ბ-შვილს ასევე დაეკისრა 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 30 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ანაზღაურება.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «გ» და «ვ» ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც «ა,» «ბ,» «დ,» «ე» და «ზ» ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-შვილისა და უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის შოსტკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-შვილს, დაბადებულს 1963 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თბილისში, ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის სარგებლის 1/2-ის ოდენობით, შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ისა, შვილების _ 1995 წლის 17 აგვისტოს დაბადებული გ. ბ-შვილის, 1998 წლის 27 იანვარს დაბადებული დ. ბ-შვილის, 2002 წლის 26 მარტს დაბადებული თ. ბ-შვილის სარჩენად ყოველთვიურად 2008 წლის 18 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე; სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვიური გადასახდელის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას; გ. ბ-შვილს ასევე დაეკისრა 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 30 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ანაზღაურება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.