¹ა-536-შ-30-07 7 მაისი, 2007 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ვ...ს” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს “ე...ს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 დეკემბერს შპს “ვ...მა” სარჩელი აღძრა საარბიტრაჟო სასამართლოში და მოითხოვა შპს “ე...ზე” წინასწარ გადახდილი თანხის _ 50 000 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო გადასახადის დაკისრება. მოსარჩელის განცხადებით, 2005 წლის 1 აგვისტოს დადებული ¹3 ხელშეკრულების თანახმად და 2005 წლის 22 სექტემბრის ¹4 გადახდის ბრძანების შესაბამისად, წინასწარ გადაურიცხა მოპასუხეს კონიაკის სპირტის საფასური 50 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს საქონელი არ მიაწოდა, რის გამოც მას 2005 წლის 20 ოქტომბერსა და 2005 წლის 23 დეკემბერს წარედგინა ¹1125 და ¹1583 პრეტენზიები საქონლის წარუდგენლობის გამო 50 000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით. მოპასუხემ პრეტენზიები არ დააკმაყოფილა.
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ე...ს” შპს “ვ...ს” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 50 000 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო ხარჯების 3 600 აშშ დოლარის, სულ 53 600 აშშ დოლარის გადახდა.
შპს “ვ...მა” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, შპს “ე...ს” შპს “ვ...ს” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 50 000 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო ხარჯების 3 600 აშშ დოლარის, სულ 53 600 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 5 მაისს და არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ვ...ს” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ე...ს” შპს “ვ...ს” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 50 000 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო ხარჯების 3 600 აშშ დოლარის, სულ 53 600 აშშ დოლარის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.