Facebook Twitter

¹ა-660-შ-28-09 22 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ბ-აკას შუამდგომლობა უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. დ-ძის მიმართ ბავშვების სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ბ-აკამ სარჩელით მიმართა უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბავშვების სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყველა სახის შემოსავლის 1/3 ოდენობით.

მისი განმარტებით, მოპასუხე არის არასრულწლოვნების: 03.07.92წ. დაბადებულ ე. დ-ძისა და 03.02.2001წ. დაბადებულ გ. დ-ძის მამა, რომელიც დახმარებას არ უწევს მათ რჩენაში.

უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-აკას სარჩელი გ. დ-ძის მიმართ, ბავშვების სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

გ. დ-ძეს დაბადებულს 12.11.66წ. საქართველოს რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, უმუშევარს, დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვნების: 03.07.92წ. დაბადებულ ე. დ-ძისა და 03.02.2001წ. დაბადებულ გ. დ-ძის ყველა სახის შემოსავლის 1/3 ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა შემოსავლების დაუბეგრავი მინიმუმისა, ყოველთვიურად ბავშვების სრულწლოვანებამდე, დაკისრების ათვლა დაიწყო 02.12.03 წლიდან და ალიმენტი გადაეხადოს დედას – 09.06.73წ. დაბადებულ ნ. ბ-აკს, ვისთანაც იცხოვრებენ ბავშვები. გ. დ-ძეს ასევე, დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით

ნ. ბ-აკამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-აკას სარჩელი გ. დ-ძის მიმართ, ბავშვების სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

გ. დ-ძეს დაბადებულს 12.11.66წ. საქართველოს რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, უმუშევარს, დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვნების: 03.07.92წ. დაბადებულ ე. დ-ძისა და 03.02.2001წ. დაბადებულ გ. დ-ძის ყველა სახის შემოსავლის 1/3 ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა შემოსავლების დაუბეგრავი მინიმუმისა, ყოველთვიურად ბავშვების სრულწლოვანებამდე, დაკისრების ათვლა დაიწყო 02.12.03 წლიდან და ალიმენტი გადაეხადოს დედას – 09.06.73წ. დაბადებულ ნ. ბ-აკს, ვისთანაც იცხოვრებენ ბავშვები. გ. დ-ძეს ასევე, დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ბ-აკას შუამდგომლობა უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს:

უკრაინის ქ. სუმის ზარეჩნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. დ-ძეს დაბადებულს 12.11.66წ. საქართველოს რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, უმუშევარს, დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვნების: 03.07.92წ. დაბადებულ ე. დ-ძისა და 03.02.2001წ. დაბადებულ გ. დ-ძის ყველა სახის შემოსავლის 1/3 ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა შემოსავლების დაუბეგრავი მინიმუმისა, ყოველთვიურად ბავშვების სრულწლოვანებამდე, დაკისრების ათვლა დაიწყო 02.12.03 წლიდან და ალიმენტი გადაეხადოს დედას – 09.06.73წ. დაბადებულ ნ. ბ-აკს, ვისთანაც იცხოვრებენ ბავშვები. გ. დ-ძეს ასევე, დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.