Facebook Twitter

¹ა-661-შ-29-09 1 ივნისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ხ-ოვა

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ხ-ძე

განხილვის საგანი _ უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ხ-ძეს, დაბადებულს 1956 წლის 20 აგვისტოს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ჩამოერთვა მშობლის უფლება თავისი არასრულწლოვანი შვილის _ 1996 წლის 23 მაისს დაბადებული ქ. ხ-ძის მიმართ; დადგინდა ცვლილების შეტანა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მარნეულის რაიონული სამსახურის მიერ გაცემულ ბავშვის დაბადების 1996 წლის 14 აგვისტოს სააქტო ჩანაწერში ¹158, ბავშვის გვარი ხ-ძის ნაცვლად შეიცვალა ხ-ოვათი, ხოლო მამის სახელად ის ნაცვლად მიეთითა სერგეის ასული; გ. ხ-ძეს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ... ქ. ¹33-ში, ბინა ¹31-ში, დაეკისრა ი. ხ-ოვას სასარგებლოდ, მცხოვრები ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის დასახლებაში, ... ქ. ¹36-ში, ბინა ¹31-ში, სასამართლო მოსაკრებელი 51 (ორმოცდათერთმეტი) გრივნის ოდენობით და ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განსახილველად გაწეული საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები 30 (ოცდაათი) გრივნის ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ხ-ოვამ, რომელმაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით ი. ხ-ოვას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ოვას შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მარნეულის რაიონული სამსახურის მიერ გაცემულ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის ნაწილში უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ» მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და მათი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში _ იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

«სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებასა და ცვლილებების შეტანაზე კომპეტენტურ ორგანოს, კერძოდ, დასახელებული კანონის 110-ე მუხლი სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილების Aშეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაცვლელი ჩანაწერის ადგილის მიხედვით. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას, აღნიშნული კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს.

ამდენად, კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება და სხვა სახელმწიფოს ორგანოებს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნიათ და პირიქით, უცხო სახელმწიფოს კომტენეტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები არ ახდენენ.

მოცემულ შემთხვევაში უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, დადგინდა ცვლილების შეტანა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მარნეულის რაიონული სამსახურის მიერ გაცემულ ბავშვის სააქტო ჩანაწერში, რისი უფლებამოსილებაც აღნიშნული ცვლილების დამდგენ სასამართლოს არ გააჩნია.

რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას, რომელსაც წარმოადგენს დანარჩენ ნაწილში უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების წინაპირობები.

დადგენილია, რომ უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ხ-ძეს, დაბადებულს 1956 წლის 20 აგვისტოს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ჩამოერთვა მშობლის უფლება თავისი არასრულწლოვანი შვილის _ 1996 წლის 23 მაისს დაბადებული ქ. ხ-ძის მიმართ; გ. ხ-ძეს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ... ქ. ¹33-ში, ბინა ¹31-ში, დაეკისრა ი. ხ-ოვას სასარგებლოდ, მცხოვრები ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის დასახლებაში, ... ქ. ¹36-ში, ბინა ¹31-ში, სასამართლო მოსაკრებელი 51 (ორმოცდათერთმეტი) გრივნის ოდენობით და ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განსახილველად გაწეული საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები 30 (ოცდაათი) გრივნის ოდენობით.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «გ» და «ვ» ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც «ა,» «ბ,» «დ,» «ე» და «ზ» ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი.ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ხ-ძეს, დაბადებულს 1956 წლის 20 აგვისტოს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ჩამოერთვა მშობლის უფლება თავისი არასრულწლოვანი შვილის _ 1996 წლის 23 მაისს დაბადებული ქ. ხ-ძის მიმართ; გ. ხ-ძეს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ... ქ. ¹33-ში, ბინა ¹31-ში, დაეკისრა ი. ხ-ოვას სასარგებლოდ, მცხოვრები ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის დასახლებაში, ... ქ. ¹36-ში, ბინა ¹31-ში, სასამართლო მოსაკრებელი 51 (ორმოცდათერთმეტი) გრივნის ოდენობით და ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განსახილველად გაწეული საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები 30 (ოცდაათი) გრივნის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2, 64-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ხ-ოვას შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მარნეულის რაიონული სამსახურის მიერ გაცემულ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის ნაწილში უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, არ დაკმაყოფილდეს;

3. უკრაინის ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ხ-ძეს, დაბადებულს 1956 წლის 20 აგვისტოს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ჩამოერთვა მშობლის უფლება თავისი არასრულწლოვანი შვილის _ 1996 წლის 23 მაისს დაბადებული ქ. ხ-ძის მიმართ; გ. ხ-ძეს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ. მარნეულში, ... ქ. ¹33-ში, ბინა ¹31-ში, დაეკისრა ი. ხ-ოვას სასარგებლოდ, მცხოვრები ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის დასახლებაში, ... ქ. ¹36-ში, ბინა ¹31-ში, სასამართლო მოსაკრებელი 51 (ორმოცდათერთმეტი) გრივნის ოდენობით და ყირიმის ა/რ-ის ჩერნომორსკის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განსახილველად გაწეული საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები 30 (ოცდაათი) გრივნის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.