ა-662-შ-30-09 1 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. დ-ინასა და ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ე.ჩ-აკის შუამდგომლობების დასაშვებობის საკითხი ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. დ-ინას სარჩელის გამო მოპასუხე ნ. ე-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. დ-ინამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ე-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2005 წლის 3 აპრილს შეეძინათ ქალიშვილი – ვ. ე-ძე. მოპასუხემ მიატოვა და ბავშვი იმყოფება მის (ი. დ-ინას) კმაყოფაზე. იმის გამო, რომ ნ. ე-ძე ბავშვს არანაირ დახმარებას არ უწევს, მოსარჩელემ მოითხოვა შვილის – ვ. ე-ძის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.
ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ი. დ-ინას სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ე-ძეს ი. დ-ინას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის – ვ. ე-ძის სარჩოდ, მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაეწყო 2006 წლის 14 აგვისტოს ბავშვის სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ ამ ასაკის ბავშვისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის 30%-ისა.
ნ. ე-ძეს ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს მოსაკრებლის – 51 გრინვის, საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის – 7 გრინვისა და 50 კაპიკის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 13 ივლისს.
ი. დ-ინამ და ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ჩ-აკმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობები და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე ნ. ე-ძეს. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 2009 წლის 11 სექტემბერს.
ნ. ე-ძეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. დ-ინასა და ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ჩ-აკის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ი. დ-ინამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ე-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2005 წლის 3 აპრილს შეეძინათ ქალიშვილი – ვ. ე-ძე. მოპასუხემ მიატოვა და ბავშვი იმყოფება მის (ი. დ-ინას) კმაყოფაზე. იმის გამო, რომ ნ. ე-ძე ბავშვს არანაირ დახმარებას არ უწევს, მოსარჩელემ მოითხოვა შვილის – ვ. ე-ძის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.
ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ი. დ-ინას სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ე-ძეს ი. დ-ინას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის – ვ. ე-ძის სარჩოდ, მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაეწყო 2006 წლის 14 აგვისტოს ბავშვის სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ ამ ასაკის ბავშვისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის 30%-ისა.
ნ. ე-ძეს ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს მოსაკრებლის – 51 გრინვის, საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის – 7 გრინვისა და 50 კაპიკის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 13 ივლისს.
ი. დ-ინამ და ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ჩ-აკმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. დ-ინასა და ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ჩ-აკმა შუამდგომლობები ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
ქ. პოლტავის კიევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ე-ძეს დაეკისრა ი. დ-ინას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა შვილის – ვ. ე-ძის სარჩოდ, მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით 2006 წლის 14 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ ამ ასაკის ბავშვისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის 30%-ისა, აგრეთვე სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს მოსაკრებლის – 51 გრინვის, საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის – 7 გრინვისა და 50 კაპიკის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.