Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ა-687-შ-24-08 6 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. პ-ინას შუამდგომლობა უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ი. ს-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს-შვილს დაეკისრა ლ. პ-ინას სასარგებლოდ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ ტ. პ.-ს სარჩენად, ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 გრივნის ოდენობით 2003 წლის 20 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნისა და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის _ 30 გრივნის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 20 აგვისტოს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ლ. პ-ინამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით ლ. პ-ინას შუამდგომლობა უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. პ-ინას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს-შვილს დაეკისრა ლ. პ-ინას სასარგებლოდ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ ტ. პ.-ას სარჩენად, ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 გრივნის ოდენობით 2003 წლის 20 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 20 აგვისტოს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ.დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. პ-ინას შუამდგომლობა უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-შვილს დაეკისრა ლ. პ-ინას სასარგებლოდ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ ტ. პ.-ს სარჩენად, ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 გრივნის ოდენობით 2003 წლის 20 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.