ა-744-შ-31-09 7 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ა-ადას წარმომადგენელ დ. შ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, გ. კ-ისის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.კიოლნის მმაჩის ბიუროში 1998 წლის 20 აგვისტოს ნ. ა-ადასა და გ. კ-ისის შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹3355) შეწყდა.
ნ. ა-ადას წარმომადგენელმა დ. შ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ. ა-ადას წარმომადგენელ დ. შ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ნ. ა-ადას წარმომადგენელ დ. შ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.კიოლნის მმაჩის ბიუროში 1998 წლის 20 აგვისტოს ნ. ა-ადასა და გ. კ-ისის შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹3355) შეწყდა.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ადას წარმომადგენელ დ. შ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.კიოლნის უბნის სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.კიოლნის მმაჩის ბიუროში 1998 წლის 20 აგვისტოს ნ. ა-ადასა და გ. კ-ისის შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹3355) შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.