Facebook Twitter

¹ა-759-შ-32-09 5 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ია

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილება

დავის საგანი – დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით გ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მეორე ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 14,213-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში ხოლო ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, მითითებული დადგენილებით გ.ს-იას ანდრეი პროტკოს სასარგებლოდ დაეკისრა 495 000 რუბლის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი _ 49 500 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.მ-უნომ და მოითხოვა დასახელებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება გ. ს-იასათვის სახელმწიფო ბაჟის _ 49 500 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ს.მ-უნოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილების იმ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით, რომლითაც გ. ს-იას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 49 500 ბელორუსული რუბლის გადახდა, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ს.მ-უნოს შუამდგომლობა გ. ს-იასათვის სახელმწიფო ბაჟის _ 49 500 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით გ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მეორე ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 14,213-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში ხოლო, ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, მითითებული დადგენილებით გ.ს-იას ანდრეი პროტკოს სასარგებლოდ დაეკისრა 495 000 ბელორუსული რუბლის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის _ 49 500 ბელორუსული რუბლის გადახდა. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მიმართა ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ს.მ-უნომ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ს.მ-უნოს შუამდგომლობა გ.ს-იასათვის ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 49 500 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში ამავე სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოხსენებული დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ს.მ-უნოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ფრუზენსკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ს-იას ამავე სასამართლოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 49 500 ბელორუსული რუბლის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.