ა-761-შ-31-07 24 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ა-ს შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ჯ. ა-ს მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ა-სა და ჯ. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა.
ლ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით ლ. ა-ს შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ა-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ა-სა და ჯ. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა-ს შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საბერძნეთის ქ.ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ა-სა და ჯ. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.