ა-767-შ-32-07 8 ივნისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. ზ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ქ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ქ-მა სარჩელი აღძრა ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონულ სასამართლოში ბ. ქ-ს მიმართ და მიუთითა, რომ ბ. ქ-თან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და 1993 წელის 19 იანვარს შეეძინათ ქალიშვილი _ თ. ქ-ი. ტ. ქ-ი ქალიშვილთან _ თ. ქ-თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლატვიაში, ხოლო მოპასუხე ბ. ქ-ი საცხოვრებლად დარჩა საქართველოში და იგი მატერიალურად არ ეხმარებოდა თ. ქ-ს რის საფუძველზეც, ტ. ქ-მა მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.
ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. რევაზის ძე ქ-ს ტ. ქ-ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, თ. ქ-ს რჩენისათვის, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 2005 წლის 21 აპრილიდან დაეკისრა 50 ლატის გადახდა, მაგრამ არანკლებ მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მოპასუხის ხელფასის 30 %-ისა.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბ. ქ-ს ჩაბარდა ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლო მიერ გაგზავნილი მასალები და უწყება, ასევე მოცემული შუამდგომლობის მასალების თანახმად, ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 28 თებერვალს და ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. ზ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. ზ-ს შუამდგომლობ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ტ. ქ-მა სარჩელი აღძრა ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოში ბ. ქ-ს მიმართ მხარეთა საერთო შვილის თ. ქ-ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შესახებ. ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. რევაზის ძე ქ-ს, ტ. ქ-ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, თ. ქ-ს რჩენისათვის, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 2005 წლის 21 აპრილიდან დაეკისრა 50 ლატის გადახდა, მაგრამ არანკლებ მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მოპასუხის ხელფასის 30 %-ისა.
ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. ზ-ს ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის დრო და ადგილი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა და საქმის მასალები გაეგზავნა. ამასთან, ზემოხსენებული გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ შუამდგომლობასთან მიმართებაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება რომლითაც ტ. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. რევაზის ძე ქ-ს, ტ. ქ-ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, თ. ქ-ს რჩენისათვის, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 2005 წლის 21 აპრილიდან დაეკისრა 50 ლატის გადახდა მაგრამ არანკლებ მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მოპასუხის ხელფასის 30 %-ისა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. ზ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგის ვიძემსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. რ-ის ძე ქ-ს, ტ. ქ-ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, თ. ქ-ს რჩენისათვის, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 2005 წლის 21 აპრილიდან დაეკისრა 50 ლატის გადახდა, მაგრამ არანკლებ მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მოპასუხის ხელფასის 30 %-ისა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.