საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ა-775-შ-25-08 2 ივნისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. პ-ნოი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. მ-შვილი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. პ-ნოიმ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა შვილის _ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებულ ვიქტორიას სარჩენად ალიმენტის დაკისრება და მშობლის უფლებს ჩამორთმევა, სადაც მიუთითა, რომ მამას ურთიერთობა არ ჰქონდა შვილთან და მონაწილეობას არ იღებდა შვილის აღზრდაში.
რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-ნოის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. მ-შვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება და შვილის _ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ვ.-ს სარჩენად, ნ. პ-ნოის სასარგებლოდ, დაეკისრა ყოველგვარი შემოსავლის 1/4 გადახდა 2006 წლის 20 ნოემბრიდან ვიქტორიას სრულწლოვანებამდე.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 იანვარს და არ აღსრულებულა.
ნ. პ-ნოიმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. პ-ნოის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-ნოის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. მ-შვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება და შვილის _ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ვიქტორიას სარჩენად, ნ. პ-ნოის სასარგებლოდ, დაეკისრა ყოველგვარი შემოსავლის 1/4 გადახდა 2006 წლის 20 ნოემბრიდან ვიქტორიას სრულწლოვანებამდე.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 იანვარს და არ აღსრულებულა.
ნ. პ-ნოიმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. პ-ნოის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. პ-ნოის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. მ-შვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება და შვილის _ 1992 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ვიქტორიას სარჩენად, ნ. პ-ნოის სასარგებლოდ, დაეკისრა ყოველგვარი შემოსავლის 1/4 გადახდა, 2006 წლის 20 ნოემბრიდან ვიქტორიას სრულწლოვანებამდე.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.