Facebook Twitter

ა-839-შ-34-07 16 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ბ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის რაიონული სასამართლოს ¹284 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი. ბ-მ 2007 წლის 1 მაისს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა 2006 წლის 9 დეკემბერს კანონიერ ძალაში შესული რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის რაიონული სასამართლოს ¹284 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრბის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ი. ბ-ის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის რაიონული სასამართლოს ¹284 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა ი. ბ-ის შუადგომლობას და თანდართულ მასალებს, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის რაიონული სასამართლოს ¹284 სასასმართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-სა და ი. ბ-ს შორის შეწყდა ქორწინება, რომელიც რეგისტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.... მმაჩის განყოფილებაში 1997 წლის 15 აგვისტოს სააქტო ჩანაწერების ¹....

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 9 დეკემბერს, რის საფუძველზეც გაიცა განქორწინების მოწმობა ¹ ....

საკასაციო პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საქართველოს ტერიტორიაზე ცნოს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის რაიონული სასამართლოს ¹284 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის რაიონული სასამართლოს ¹284 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-სა და ი. ბ-ს შორის 1997 წლის 15 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.... მმაჩის განყოფილებაში, სააქტო ჩანაწერების ¹...) შეწყდა _ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული განჩინების ასლი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.