¹ა-840-შ-35-07 12 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ღია სააქციო საზოგადოება “ .. ..” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე ღია სააქციო საზოგადოება “ .. ..” სარჩელის გამო მოპასუხე კერძო საწარმო “ბ. თ-ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასათან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით კერძო საწარმო “ბ. თ-ს” ღია სააქციო საზოგადოება “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ჯარიმის 159,54 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო ხარჯების 2245, 58 აშშ დოლარის, სულ 2405 აშშ დოლარის (ორიათას ოთხას ხუთი აშშ დოლარის) და 12 ცენტის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქმის წარმოება 36623,45 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შეწყდა.
მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 29 დეკემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება “ .. ..” შემოსული დოკუმენტები, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასათან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე კერძო საწარმო “ბ. თ-ს”. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. კერძო საწარმო “ბ. თ-ს” საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ზემოაღნიშნული დოკუმენტები. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 11 ნოემბერს.
მოპასუხე მხარეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება “ .. ..” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასათან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით კერძო საწარმო “ბ. თ-ს” ღია სააქციო საზოგადოება “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ჯარიმის 159,54 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო ხარჯების 2245, 58 აშშ დოლარის, სულ 2405 აშშ დოლარის (ორიათას ოთხას ხუთი აშშ დოლარის) და 12 ცენტის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქმის წარმოება 36623,45 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შეწყდა.
მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 29 დეკემბერს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასათან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ღია სააქციო საზოგადოება “ . ..” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასათან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც კერძო საწარმო “ბ. თ-ს” ღია სააქციო საზოგადოება “.. ..” სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ჯარიმის 159,54 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო ხარჯების 2245, 58 აშშ დოლარის, სულ 2405 აშშ დოლარის (ორიათას ოთხას ხუთი აშშ დოლარის) და 12 ცენტის გადახდა, ასევე, რომლითაც საქმის წარმოება 36623,45 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შეწყდა - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.