Facebook Twitter

ა-846-შ-35-09 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ვ-ევასა და ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის - ვ. ბელსკის შუამდგომლობების დასაშვებობის საკითხი ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ლ. ვ-ევას სარჩელის გამო მოპასუხე ფ. ვ-ევის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. ვ-ევამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ფ. ვ-ევის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში, 2006 წლის 17 აპრილს, შეეძინათ ვაჟიშვილი – რ. შვილი იყო მის კმაყოფაზე, ცოლ-ქმრული ურთიერთობა მათ შორის შეწყვეტილია, მაგრამ მოპასუხეს არ სურს ნებაყოფლობით გამოყოს სახსრები შვილის სარჩენად. მოპასუხეს სხვა სააღსრულებო ფურცლებით რაიმეს გადახდა არ აკისრია.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ფ. ვ-ევისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად ყოველნაირი შემოსავლის 25%-ის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის – რ-ს სარჩენად ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. ვ-ევს ლ. ვ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის – 2006 წლის 17 აპრილს დაბადებულ რ-ს სარჩენად მისი ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2008 წლის 26 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ამავე გადაწყვეტილებით ფ. ვ-ევს ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 130 580 რუბლის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 10 მარტს.

ლ. ვ-ევამ და ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ვ. ბელსკიმ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ვ. ბელსკისა და ლ. ვ-ევას შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ვ. ბელსკისა და ლ. ვ-ევას შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ. ვ-ევამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ფ. ვ-ევის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში, 2006 წლის 17 აპრილს, შეეძინათ ვაჟიშვილი – რ. შვილი იყო მის კმაყოფაზე, ცოლ-ქმრული ურთიერთობა მათ შორის შეწყვეტილია, მაგრამ მოპასუხეს არ სურს ნებაყოფლობით გამოყოს სახსრები შვილის სარჩენად. მოპასუხეს სხვა სააღსრულებო ფურცლებით რაიმეს გადახდა არ აკისრია.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ფ. ვ-ევისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად ყოველნაირი შემოსავლის 25%-ის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის – რ-ს სარჩენად ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. ვ-ევს ლ. ვ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის – 2006 წლის 17 აპრილს დაბადებულ რ-ს სარჩენად მისი ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2008 წლის 26 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ამავე გადაწყვეტილებით ფ. ვ-ევს ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 130 580 რუბლის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 10 მარტს.

ლ. ვ-ევამ და ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ვ. ბელსკიმ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქართვლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ვ-ევასა და ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ვ. ბელსკის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტეროტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც 2008 წლის 26 მაისიდან ფ. ვ-ევს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის – 2006 წლის 17 აპრილს დაბადებულ რ-ს სარჩენად მისი ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე და აგრეთვე სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 130 580 რუბლის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.