Facebook Twitter

ა-895-შ-36-09 30 სექტემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ა-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-იანის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა და 1980 წლის 1 მაისს გარდაცვლილი ა. ა-იანი აღიარებულ იქნა გ. (ჟ.) ა-იანის მშობელ მამად.

გ. ა-იანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განჩინებით გ. ა-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ა-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-იანის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა და 1980 წლის 1 მაისს გარდაცვლილი ა. ა-იანი აღიარებულ იქნა გ. (ჟ.) ა-იანის მშობელ მამად.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-იანის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა და 1980 წლის 1 მაისს გარდაცვლილი ა. ა-იანი აღიარებულ იქნა გ. (ჟ.) ა-იანის მშობელ მამად, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.