Facebook Twitter

ა-90-შ-12-09 23 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ბელორუსის რესპუბლიკის ქ. ...-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლო, ვ. კ-იკი, მ. პ-ევი, ვ. მ-იჩი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ძ-ძე

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბელორუსიის რესპუბლიკის საბჭოთა რაიონის ქ. ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ. ...-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ვ. ძ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში. ამავე განაჩენით ვ. ძ-ძეს დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის სახით ვ. მ-იჩის სასარგებლოდ 2335310 რუბლის, ს. გ-კოს _ 1423616, მ. პ-ევის _ 915446, ხოლო ვ. კ-იკის სასარგებლოდ 853280, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 552765 რუბლის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს ვ. კ-იკმა, მ. პ-ევმა, ვ. მ-იჩმა, ბელორუსის რესპუბლიკის ქ. ...-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე.ლ-იკმა და მოითხოვეს დასახელებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ვ.ძ-ძისათვის დაკისრებული თანხების, ასევე სახელმწიფო ბაჟის ნაწილში შემდეგი ოდენობით: ვ. კ-იკმა _ 828930 რუბლის, მ.პ-ევმა _ 891096, ვ. მ-იჩმა _ 2310960, ხოლო საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე.ლუხვეჩიკმა სახელმწიფო ბაჟის _ 552765 რუბლის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ქ....-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს, ვ.კ-იკის, მ.პ-ევის, ვ.მ-იჩის შუამდგომლობები ვ. ძ-ძისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ქ. ...-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ. ...-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე.ლ-იკის, ვ.კ-იკის, მ.პ-ევის, ვ.მ-იჩის შუამდგომლობები ვ. ძ-ძისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ქ....-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ....-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ვ. ძ-ძეს დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. თანხის დაკისრების ნაწილში აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მიმართეს ვ.კ-იკმა, მ.პ-ევმა, ვ.მ-იჩმა და ბელორუსის რესპუბლიკის ქ....-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე.ლ-იკმა, ხოლო ს.გ-კოს შუამდგომლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ვ. ძ-ძისათვის შუამდგომლობის ავტორთა სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ.კ-იკის, მ.პ-ევის, ვ.მ-იჩისა და ბელორუსის რესპუბლიკის ქ....-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე.ლ-იკის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ქ. ...-ის საბჭოთა რაიონის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენი რომლითაც ვ. ძ-ძეს დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის სახით ვ.მ-იჩის სასარგებლოდ 2310960 რუბლის, მ.პ-ევის _ 891096, ხოლო ვ.კ-იკის სასარგებლოდ 828930, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 552765 რუბლის ანაზღაურება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.