ა-91-შ-13-09 2 მარტი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილა ლ. ჩ-ის წარმომადგენლის - ნ. ა-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ქ.მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლო საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მ. ბ-ის მიმართ, განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ.მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლო საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის განცხადება ლ. ჩ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
ლ. ჩ-ის წარმომადგენელმა ნ. ა-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლო საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადწყვეტილების საქართველოს ტერტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ჩ-ის წარმომადგენლის - ნ. ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ.მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლო საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის განცხადება ლ. ჩ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ.მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლო საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ჩ-ის წარმომადგენლის - ნ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
ქ.მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლო საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის განცხადება ლ. ჩ-ის მიმართ, განქორწინების თაობაზე ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.