ა-932-შ-37-09 8 ივნისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ბ-ელი (ი-ძე)
წარმომადგენელი _ ზ. ი-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-ელი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ელის (ი-ძის) მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით განქორწინებულ იქნენ 2004 წლის 29 ოქტომბერს ქ.კარლსრუეში ¹800/2004 ნომრით რეგისტრირებული მხარეები, ხოლო მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული წილების გაყოფის საკითხი ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი.
გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის პირველ დეკემბერს.
ნ. ბ-ელის (ი-ძის) წარმომადგენელმა ზ. ი-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ნ. (ი-ძის) ბ-ელის წარმომადგენელ ზ. ი-ძის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ბ-ელის (ი-ძის) წარმომადგენელ ზ. ი-ძის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით განქორწინებულ იქნენ 2004 წლის 29 ოქტომბერს ქ.კარლსრუეში ¹800/2004 ნომრით რეგისტრირებული მხარეები.
გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის პირველ დეკემბერს.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას დ მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ელის (ი-ძის) წარმომადგენელ ზ. ი-ძის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, კარლსრუეს პირველი უწყების სასამართლოს 2008 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება რომლითაც განქორწინებულ იქნენ 2004 წლს 29 ოქტომბერს კარლსრუეში ¹800/2004 ნომრით რეგისტრირებული მხარეები _ მ. ბ-ელი და ნ. ბ-ელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.