Facebook Twitter

ა-947-შ-37-07 24 სექტემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ 1. ი. ბ-ი

2. უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. რ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. პ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-მა სარჩელი აღძრა ბ. პ-ის მიმართ უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება შვილის, _ ... წლის ... ივნისს დაბადებული, _ ლ. ბ-ს სასარგებლოდ, სადაც მიუთითა, რომ ლ. ბ-ი სწავლობს ლვოვის ნაციონალურ უნივერსიტეტში (ლვოვის პოლიტექნიკუმში) და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. პ-ს ლ. ბ-ს სასრგებლოდ დაეკისრა შემოსავლის ¼ 1/4-ის გადახდა 2006 წლის 31 მაისიდან სასწავლებლის დამთავრებამდე, ასევე ბ. პ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 51 გრინისა და სასამართლო ხარჯების _ 30 გრინის გადახდა.

შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბ. პ-ს ეცნობა საქმის განხილვის ფორმისა და თარიღის შესახებ და ასევე ჩაიბარა სასამართლო მიერ გაგზავნილი მასალები, უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 4 იანვარს და უკრაინის რესპუბლიკის ტერრიტორიაზე არ აღსრულებულა.

ი. ბ-მა და უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. რ-მ შუამდგომლობებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ბ-სა და უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ.რ-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ი. ბ-მა სარჩელი აღძრა ბ. პ-ის მიმართ უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება შვილის, _ ... წლის ... ივნისს დაბადებული, _ ლ. ბ-ს სასარგებლოდ, სადაც მიუთითა, რომ ლ. ბ-ი სწავლობს ლვოვის ... უნივერსიტეტში (ლვოვის ...ში) და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. პ-ს ლ. ბ-ს სასრგებლოდ დაეკისრა შემოსავლის ¼ 1/4-ის გადახდა 2006 წლის 31 მაისიდან სასწავლებლის დამთავრებამდე, ასევე ბ. პ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 51 გრინისა და სასამართლო ხარჯების _ 30 გრინის გადახდა.

შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, ბ. პ-ს ეცნობა საქმის განხილვის ფორმისა და თარიღის შესახებ და ასევე ჩაიბარა სასამართლოს მიერ გაგზავნილი მასალები, უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 4 იანვარს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ი. ბ-მა და უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. რ-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ბ-სა და უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. რ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს უკრაინის რესპუბლიკის ქ. ლვოვის ზალიზნიჩნის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. პ-ს ლ. ბ-ს სასრგებლოდ დაეკისრა შემოსავლის ¼ 1/4-ის გადახდა 2006 წლის 31 მაისიდან სასწავლებლის დამთავრებამდე, ასევე ბ. პ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 51 გრინისა და სასამართლო ხარჯების _ 30 გრინის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.