ა-965-შ-27-08 7 ივლისი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ.პ-ია
წარმომადგენელი _ ნ.ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.პ-ია
განხილვის საგანი _ ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილებით თ.-ში, გლდანის რეგიონულ სარეგისტრაციო განყოფილებაში ლ.პ-იასა და თ.პ-იას შორის 20..წ. . იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი ¹3) შეწყდა. მეუღლეებს დარჩათ ქორწინების გვარები. ამავე დადგენილებით თ. პ-ს დაევალა ლ. პ-ს სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ .. ლატისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლატის გადახდა.
20..წ. .. მაისს თ.პ-იამ (წარმომადგენელი ნ.ჯ-ძე) შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინებით თ.პ-იას (წარმომადგენელი ნ.ჯ-ძე) შუამდგომლობა ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; ლ.პ-იას ეცნობა შუამდგომლობის თაობაზე, ამასთან, განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან .. დღის განმავლობაში შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ლ. პ-ს 20..წ. .. ივნისს ჩაბარდა, მაგრამ მას რაიმე შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. პ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილებით თ.-ში, გლდანის რეგიონულ სარეგისტრაციო განყოფილებაში ლ.პ-იასა და თ.პ-იას შორის 20..წ. 6 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი ¹3) შეწყდა. მეუღლეებს დარჩათ ქორწინების გვარები. ამავე დადგენილებით თ. პ-ს დაევალა ლ. პ-ს სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ .. ლატისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლატის გადახდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთ და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. პ-ს (წარმომადგენელი ნ. ჯ-იძე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ლატვიის რესპუბლიკის ვ.-ის სასამართლოს 20..წ. .. აპრილის დადგენილება, რომლითაც თ.-ში, გლდანის რეგიონულ სარეგისტრაციო განყოფილებაში ლ.პ-იასა და თ.პ-იას შორის 20..წ. 6 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი ¹3) შეწყდა და მეუღლეებს დარჩათ ქორწინების გვარები, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.