Facebook Twitter

ვ-1279-შ-62-06 10 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ა-ს, ვ. შ-ს, ე. გ-ს, ა. ვ-ს, ლ. ბ-ს, გ. შ-ს, მ. რ-ს, ო. ვ-ს, ტ. კ-ს, ნ. პ-ს, ნ. კ-ისა და მ. ბ-ს შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, გ. გ-სა და მ. ნ-ს მიმართ ზარალის ანაზღაურების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ა. ბ-ს, პ. ჯ-ს, გ. გ-ასა და მ. ნ-ს დაზარალებულთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება: ვ. ა-ს სასარგებლოდ _ ასოცდახუთიათას სამას ორმოცდაათი რუბლის, ვ. შ-ს სასარგებლოდ _ თორმეტიათას შვიდას ოცი რუბლის, ე. გ-ს სასარგებლოდ _ ოცდაერთიათას შვიდას ოთხმოცი რუბლის, ა. ვ-ს სასარგებლოდ _ სამოცდათხუთმეტიათას სამას სამოცდარვა რუბლის, ლ. ბ-ს სასარგებლოდ _ ორმოცდარვაათას რვაას ოცდარვა რუბლის, გ. შ-ს სასარგებლოდ _ სამოცდაერთიათას სამასორმოცი რუბლის, მ. რ-ს სასარგებლოდ _ ოცდაჩვიდმეტიათას ხუთას სამოცი რუბლის, ო. ვ-ს სასარგებლოდ _ თვრამეტიათას შვიდას ოთხმოცი რუბლის, ტ. კ-ს სასარგებლოდ _ ოცდათხუთმეტიათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი რუბლის, ნ. პ-ს სასარგებლოდ _ ოციათას ოცდათორმეტი რუბლის, ნ. კ-ის სასარგებლოდ _ ოცდახუთიათას ორმოცი რუბლის, მ. ბ-ს სასარგებლოდ _ ოცდაჩვიდმეტიათას რვაას ოცდარვა რუბლის გადახდა.

ვ. ა-მ, ვ. შ-მ, ე. გ-მ, ა. ვ-მ, ლ. ბ-მ, გ. შ-მ, მ. რ-მ, ო. ვ-მ, ტ. კ-მ, ნ. პ-მ, ნ. კ-მ და მ. ბ-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება გ. გ-სა და მ. ნ-ის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ვ. ა-ს, ვ. შ-ს, ე. გ-ს, ა. ვ-ს, ლ. ბ-ს, გ. შ-ს, მ. რ-ს, ო. ვ-ს, ტ. კ-ს, ნ. პ-ს, ნ. კ-ისა და მ. ბ-ს შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ა-ს, ვ. შ-ს, ე. გ-ს, ა. ვ-ს, ლ. ბ-ს, გ. შ-ს, მ. რ-ს, ო. ვ-ს, ტ. კ-ს, ნ. პ-ს, ნ. კ-ისა და მ. ბ-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ა. ბ-ს, პ. ჯ-ს, გ. გ-სა და მ. ნ-ს დაზარალებულთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება: ვ. ა-ს სასარგებლოდ _ ასოცდახუთიათას სამას ორმოცდაათი რუბლის, ვ. შ-ს სასარგებლოდ _ თორმეტიათას შვიდას ოცი რუბლის, ე. გ-ს სასარგებლოდ _ ოცდაერთიათას შვიდას ოთხმოცი რუბლის, ა. ვ-ს სასარგებლოდ _ სამოცდათხუთმეტიათას სამას სამოცდარვა რუბლის, ლ. ბ-ს სასარგებლოდ _ ორმოცდარვაათას რვაას ოცდარვა რუბლის, გ. შ-ს სასარგებლოდ _ სამოცდაერთიათას სამასორმოცი რუბლის, მ. რ-ს სასარგებლოდ _ ოცდაჩვიდმეტიათას ხუთას სამოცი რუბლის, ო. ვ-ს სასარგებლოდ _ თვრამეტიათას შვიდას ოთხმოცი რუბლის, ტ. კ-ს სასარგებლოდ _ ოცდათხუთმეტიათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი რუბლის, ნ. პ-ს სასარგებლოდ _ ოციათას ოცდათორმეტი რუბლის, ნ. კ-ის სასარგებლოდ _ ოცდახუთიათას ორმოცი რუბლის, მ. ბ-ს სასარგებლოდ _ ოცდაჩვიდმეტიათას რვაას ოცდარვა რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 1998 წლის 20 ოქტომბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენი გ. გ-სა და მ. ნ-ს ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ა-ს, ვ. შ-ს, ე. გ-ს, ა. ვ-ს, ლ. ბ-ს, გ. შ-ს, მ. რ-ს, ო. ვ-ს, ტ. კ-ს, ნ. პ-ს, ნ. კ-ისა და მ. ბ-ს შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ა. ბ-ს, პ. ჯ-ს, გ. გ-სა და მ. ნ-ს დაზარალებულთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება: ვ. ა-ს სასარგებლოდ _ ასოცდახუთიათას სამას ორმოცდაათი რუბლის, ვ. შ-ს სასარგებლოდ _ თორმეტიათას შვიდას ოცი რუბლის, ე. გ-ს სასარგებლოდ _ ოცდაერთიათას შვიდას ოთხმოცი რუბლის, ა. ვ-ს სასარგებლოდ _ სამოცდათხუთმეტიათას სამას სამოცდარვა რუბლის, ლ. ბ-ს სასარგებლოდ _ ორმოცდარვაათას რვაას ოცდარვა რუბლის, გ. შ-ს სასარგებლოდ _ სამოცდაერთიათას სამასორმოცი რუბლის, მ. რ-ს სასარგებლოდ _ ოცდაჩვიდმეტიათას ხუთას სამოცი რუბლის, ო. ვ-ს სასარგებლოდ _ თვრამეტიათას შვიდას ოთხმოცი რუბლის, ტ. კ-ს სასარგებლოდ _ ოცდათხუთმეტიათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი რუბლის, ნ. პ-ს სასარგებლოდ _ ოციათას ოცდათორმეტი რუბლის, ნ. კ-ის სასარგებლოდ _ ოცდახუთიათას ორმოცი რუბლის, მ. ბ-ს სასარგებლოდ _ ოცდაჩვიდმეტიათას რვაას ოცდარვა რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას გ. გ-სა და მ. ნ-ს ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.