Facebook Twitter

ვ-137-შ-25-07 13 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი – ეკატერინე ხაჩიძე

შუამდგომლობის ავტორი – შპს “ვ...ის” წარმომადგენელი ნ.კ-ი

წარმომადგენელი – ი. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. .. ..”

წარმომადგენელი – ნ. მ-ი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ .. .. ..” შპს “ვ...ის” სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი საქონლის ღირებულების პირგასამტეხლოს _ 19476 აშშ დოლარის და გაწეული საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯის _ 1768,56 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდა, სულ 21244, 56 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა არბიტრების მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერისთანავე.

შპს “ვ...ის” წარმომადგენელმა ნ.კ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ შპს “ვ...ის” წარმომადგენელ ნ.კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “.. .. ..” შპს “ვ...ის” სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი საქონლის ღირებულების პირგასამტეხლოს _ 19476 აშშ დოლარის და გაწეული საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯის _ 1768,56 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდა, სულ 21244, 56 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა არბიტრების მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერისთანავე და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ვ...ის” წარმომადგენელ ნ.კ-ის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “.. .. ..” შპს “ვ...ის” სასარგებლოდ დაევალა მიუღებელი საქონლის ღირებულების პირგასამტეხლოს _ 19476 აშშ დოლარის და გაწეული საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯის _ 1768,56 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდა, სულ 21244, 56 აშშ დოლარის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.