ვ-556-შ-33-08 25 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” დირექტორ პ.დ-უნის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე - ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-მა” სარჩელი აღძრა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ს” დაევალა დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ს” 15000 აშშ დოლარი – გადახდილი და მიუღებელი საქონლის ღირებულება, 8 235 აშშ დოლარი – საურავი ვალდებულებების შესრულების დარღვევისათვის და 1803,33 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო საზღაურის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯები, სულ 25038,33 (ოცდახუთი ათას ოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი. მოსარჩელეს სარჩელის დანარჩენ ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 20..წ. .. ოქტომბერს.
20..წ. 12 ივნისს ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” დირექტორმა პ.დ-უნიმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. 23 ივნისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” დირექტორ პ.დ-უნიის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე შპს “ს-ს”. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. შპს “ს-ს” საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ზემოაღნიშნული დოკუმენტები. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაბარდა 20..წ. 5 ივლისს.
მოპასუხე მხარეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” დირექტორ პ.დ-უნიის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ს” დაევალა დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ს” 15000 აშშ დოლარი – გადახდილი და მიუღებელი საქონლის ღირებულება, 8 235 აშშ დოლარი – საურავი ვალდებულებების შესრულების დარღვევისათვის და 1803,33 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო საზღაურის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯები, სულ 25038,33 (ოცდახუთი ათას ოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი. მოსარჩელეს სარჩელის დანარჩენ ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 20..წ. .. ოქტომბერს.
20..წ. 12 ივნისს ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” დირექტორმა პ.დ-უნიმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ის” დირექტორ პ.დ-უნიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ს-ს” დაევალა დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს ღია სააქციო საზოგადოება სავაჭრო ფირმა “ი-ს” 15000 აშშ დოლარი – გადახდილი და მიუღებელი საქონლის ღირებულება, 8 235 აშშ დოლარი – საურავი ვალდებულებების შესრულების დარღვევისათვის და 1803,33 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო საზღაურის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯები, სულ 25038,33 (ოცდახუთი ათას ოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.