Facebook Twitter

3-689-შ-46-06 12 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-ს მიმართვით გადმოზავნილი ტულის ოლქის ალექსინსკის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დასაშვებობის საკითხი დ. ა-სათვის გ. ო-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ალექსინსკისა და ალექსინის რაიონის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს სასამართლო ბრძანებით დ. ა-ს გ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვის – ... წლის ... სექტემბერს დაბადებულის ლ. ა-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლისა და სხვა შემოსავლის 1/4-ის¼ ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2000 წლის 2 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-ს მიმართვით შემოსულია დოკუმენტები ტულის ოლქის ალექსინსკის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. მიმართვას ერთვის მხოლოდ მოცემულ საქმეზე გამოტანილი ბრძანება და ცნობა-ანგარიში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა წარმოედგინა დაინტერესებული მხარის ან, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე _ მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელშიც ზუსტად იქნება აღნიშნული ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი, ცნობა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, ასევე, იმ ცნობის წარმოსადგენად, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე (მოპასუხე) უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების თაობაზე. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება მხარეს გაეგზავნა მასალებში მითითებულ მისამართზე. როგორც შპს “...” მიღებული ცნობით ირკვევა შეკვეთილი წერილი გაიგზავნა დანიშნულებით 2006 წლის 29 ივნისს. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებელს ტ. ბ-ს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა რა წარმოდგენილი დოკუმენტები მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ალექსინსკისა და ალექსინის რაიონის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს სასამართლო ბრძანებით დ. ა-ს გ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვის – ... წლის ... სექტემბერს დაბადებულის ლ. ა-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლისა და სხვა შემოსავლის 1/4-ის¼ ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2000 წლის 2 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-ს მიმართვით შემოსულია დოკუმენტები ტულის ოლქის ალექსინსკის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა წარმოედგინა დაინტერესებული მხარის ან, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე _ მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელშიც ზუსტად იქნება აღნიშნული ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი, ცნობა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, ასევე, იმ ცნობის წარმოსადგენად, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე (მოპასუხე) უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების თაობაზე. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება მხარეს გაეგზავნა მასალებში მითითებულ მისამართზე. როგორც შპს “ ...” მიღებული ცნობით ირკვევა შეკვეთილი წერილი გაიგზავნა დანიშნულებით 2006 წლის 29 ივნისს. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებელს ტ. ბ-ს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის არ მიუმართავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი დოკუმენტების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის” შესახებ კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქის ქ.ალექსინისა და ალექსინსკის რაიონის სააღსრულებო განყოფილების უფროსი სასამართლო აღმასრულებლის ტ. ბ-სგან შემოსული დოკუმენტები დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.