¹ას-345-697-07 1 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ნ-ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის განჩინებაზე.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 26 ივლისს ე. ც-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მას უნდა აღეძრა სარჩელი მოპასუხეების ი.ს-ს და გ.ნ-ს მიმართ, 1997 წლის 3 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საკუთრების უფლებით ფართიდან წილის გამოყოფისა და ამ ფართზე მისი შესახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინებით ე. ც-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ც-მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის განჩინებით ე. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინება და ე. ც-ის განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გ. ნ-ს საკუთრებაში არსებულ ბინას.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა გ. ნ-მა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის თანახმად მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო, რადგან აშკარად არღვევს მესაკუთრის უფლებებს. ე.ც-ის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რადგან მოსარჩელეს ბინიდან გამოსახლების თაობაზე მიმდინარეობს დავა 1997 წლიდან და რომელიც აღსრულდა 2005 წლის 7 ივლისს.
აღნიშნული საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, გ. ნ-ი საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის განჩინებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის განჩინებით ე. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინება და ე. ც-ის განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გ. ნ-ს საკუთრებაში არსებულ ბინას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევასი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ნ-ს საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.