ას-563-904-07 12 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს სავაჭრო სახლი „.. ..“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო შპს სავაჭრო სახლი „.. ..ს“ კუთვნილ ქონებას, მდებარე ქ.თბილისში, ... გამზირის ¹37-ში და ... ქ. ¹3, 5/7-ში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს სავაჭრო სახლი „.. ..ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ. შპს სავაჭრო სახლი „.. ..ს“ ზემოთ აღნიშნულ ქონებაზე მოიხსნა ყადაღა და შეიცვალა სხვა სახით, კერძოდ, „.. ..ს“ მიმართ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო სს „...“ ბანკის მთაწმინდის ფილიალში ა. ხ-ს შემნახველ სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხულ 100 000 ლარს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სარჩელი, შპს სავაჭრო სახლი „.. ..სა“ და ფიზიკური პირის – ნ. წ-ის მიმართ ქონების დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ და კანონიერ ძალაში შევიდა.
შპს სავაჭრო სახლი „.. ..ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ყადაღის მოხსნა ა. ხ-ს ანგარიშზე რიცხულ 100 000 ლარზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინება და მოეხსნა ყადაღა სს „...“ ბანკის მთაწმინდის ფილიალში ა. ხ-ს შემნახველ სადეპოზიტო ანგარიშზე ¹... რიცხულ 100 000 ლარს.
ამ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ. ჭ-მ. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის 2006 წლის 14 აგვისტოს დადგენილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 იანვრის დადგენილების საფუძველზე მან სასამართლოში შეიტანა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. სასამართლოში წარდგენილი მასალებით დადგენილია, რომ კ.წ-მა, ი.გ-მა და თ.ს-მ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩაიდინეს დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და თაღლითური გზით მიითვისეს სხვისი ქონება. საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებით გაძნელდება შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით მ.ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწვლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ადრე მიღებული ღონისძიების გაუქმების საკითხი მთლიანადაა დამოკიდებული ამ სარჩელის საბოლოოდ გადაწყვეტაზე, კერძოდ, თუ აღმოჩნდება, რომ სარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად ან იურიდიულად არ იყო გამართლებული, რის გამოც მის დაკმაყოფილებაზე საბოლოოდ ეთქვა უარი მოსარჩელეს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდება უზრუნველყოფილი ქონების მიმართ.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე მართებულად გააუქმა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან ამ სარჩელზე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და საქმის წარმოება ამ სარჩელთან დაკავშირებით დამთავრებულია, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.