ას-713-1043-07 25 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრიასაქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კ. ა-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 20 დეკემბერს კ. ა-მ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოპასუხე ქ. ა-ს მიმართ 2004 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული ანდერძის დანართის, 1997 წლის 24 ნოემბრის ანდერძის დანართად ცნობისა და დამტკიცების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელთან დაკავშირებით, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიერ 2005 წლის 5 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ნოტარიუსს ტ. ა-სათვის ქ. ა-ზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ა-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, აქვე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნოტარიუსს ტ. ა-სათვის გარკვეული მოქმედების, კერძოდ, ქ. ა-ზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვა და ასევე დაბა წყნეთში, ... ქ. ¹32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით კ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნოტარიუსს ტ. ა-სათვის გარკვეული მოქმედების, კერძოდ, ქ. ა-ზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვის და დაბა წყნეთში, ... ქ. ¹32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 1 ივნისს კ. ა-მ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით კ. ა-ს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. 2007 წლის 2 ივლისს აღნიშნული განჩინების ასლი კ. ა-ზე გადასაცემად ჩაბარდა მის შვილს თ. ა-ს, მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში კ. ა-ის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით კ. ა-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატას.
საკასაციო პალატა საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია _ 50 ლარს, ხოლო თუ იურიდიული პირია _ 150 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ა-ს 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით განესაზღვრა ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 303-306). აღნიშნული განჩინების ასლი კ. ა-ს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა მის შვილს თ. ა-ს მამაზე გადასაცემად მიმდინარე წლის 2 ივლისს (ს.ფ. 307-309), მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 1971 – ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ა-ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.