Facebook Twitter

ას-737-1063-07 16 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ო...ს” დირექტორ ნ. გ-ის საჩივრის (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივარი) დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “ო...ს” სარჩელის გამო მოპასუხეები ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო და იმერეთის ... ბიუროს მიმართ, ქონების აღწერისა და ყადაღის აქტის გაუქმების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ო...ს” დირექტორ ნ. გ-ის საჩივრი (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივარი) განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შპს “ო...ს” დირექტორ ნ. გ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრის ღირებულების (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივარი) დამადასტურებელი დოკუმენტის მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და ნაცვლად საჩივრისა საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო საფოსტო გზავნილის ჩაბარების ბარათზე არ ირკვევა, თუ ვისთვის იქნა ჩაბარებული სასამართლო გზავნილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 4 ნოემბერს (ს.ფ. 270). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ო...ს” დირექტორ ნ. გ-ის საჩივრი (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივარი), როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.