№ას-869-1083-08 11 დეკემბერი, 2008 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი _ შპს ,, ქ.ჩ.”(მოსარჩელე)
წარმომადგენელი ---დ. ლ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ვ. ბ. ჯ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ვ.ბ.ჯ-ს“ გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა, რომლითაც მოითხოვა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით სს „ვ.ბ.ჯ-ას“ განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ქ.ჩ-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე ქ.თბილისი, ქ. №18/20.
განჩინება შპს „ქ. ჩ-ის” წარმომადგენელმა დ. ლ-ავამ გააჩივრა საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს ,, ქ. ჩ-ის“ წარმომადგენლის დ. ლ-ავას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ... ქ. №18/20-ში მდებარე №17/064 15074.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მოეხსნა ყადაღა, ხოლო №18/20-ში მდებარე №15/076 11445.00 კვ.მ ნკვეთზე ყადაღისაგან განთავისუფლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ უზრუნველყოფის საშუალების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში „ვ. ბ. ჟ.“ კი მოსარჩელეს არ წარმოადგენდა. ამასთან საჩივრის ავტორის აზრით „ვ.ბ.ჯ.“ არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ყადაღის დადება, რამეთუ მორიგების მხარეს არ წარმოადგენდა.
საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინება, რომლითაც დადგინდა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლის სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში არ შესულა, შესაბამისად განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე „ვ.ბ.ჯ.“ ვერ ჩაითვლებოდა მოთხოვნის უფლების მფლობელად.
საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო განჩინებაში დაფიქსირებულია, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ „ქართუ ბანკიდან“ სს „ვ. ბ.ჯ-ზე“ გადმოვიდა განჩინებით დადგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც. კერძოდ, ქ.თბილისში ..... ქ. №18/20ბ აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ტრავმოტოლოგიისა და ორთოპედიის ს.კ. ცენტრის მიმდებარედ მდებარე 1249 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. ამავე დროს განმცხადებელმა მოითხოვა არა მორიგების უზრუნველყოფის საშუალების (15249 კვ.მ. მიწის ნაკვეთის) არამედ „ახლად შეძენილი“ 11445 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაყადაღება. სასამართლომ დააყადაღა ახალი მიწის ნაკვეთი, რომელსაც მორიგებასთან შეხება არ აქვს და ამასთან, არ განსაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი იქნა დაყადაღებული, კერძოდ: ყადაღა დაედო შპს „ქ.ჩ-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე თბილისში, ... ქ. №18/20. ანუ სასამართლომ დააყადაღა ორივე მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ორივე მდებარეობს ერთ მისამართზე. განმცხადებელს არ მოუთხოვია ძველი მიწის ნაკვეთის დაყადაღება. სასამართლო კი გასცდა მოთხოვნის ფარგლებს.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით სს „ბ.ქ-სა“ და შპს „ქ. ჩ-ს“ შორის დამტკიცდა მორიგება. მორიგების პირობების შესაბამისად, საკრედიტო დვალიანების და მასზე დარიცხული პროცენტების უზრუნველყოფას წარმოადგენდა 2002 წლის 6 აპრილს და 2003 წლის 22 მაისს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, .... ქ. №18/20, აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ს.კ. ცენტრის მიმდებარედ, (სარეგისტრაციო ზონა თბილისი კოდი 1, სექტორი დიდუბე, კოდი 13, კვარტალი 1, ნაკვეთის №18/64, ფართობი 15249 კვ.მ.)
ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აპრილს ს/ს „ბ.ქ-სა“ და ს/ს „ვ. ბ. ჟ-ს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორი (ს/ს „ბ. ქ.“) უთმობს შპს „ქ. ჩ-ის“ მიმართ არსებულ მოთხოვნის უფლებას სს „ვ. ბ. ჟ.ას“;
პალატამ აღნიშნა, რომ 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ იყო კანონიერ ძალაში შესული და შესაბამისად კრედიტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების იძულებით აღსასრულებლად მიემართა სასამართლო აღმასრულებლისათვის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს, კერძოდ ყადაღა დაედო ქონებას, რომელიც არ იყო მოთხოვნილი განცხადებით.
შპს ,,ქ. ჩ-ის” საჩივარი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადმოეგზავნა უზენაესს სასამართლოს განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თითქოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით არ დადგენილა სს „ვ. ბ. ჟ-ას“ როგორც უფლებამონაცვლის სტატუსი. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინებით სააღსრულებო ფურცელი გაიცა სს ვ. ბ. ჟ-ზე“, როგორც სს „ბ. ქ-ს“ უფლებამონაცვლეზე, რადგან სასამართლომ მითითებულ პირთა შორის უფლებამონაცვლეობა დადასტურებულად მიიჩნია.
პალატა თვლის, რომ მიუხედავად განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანისა სს „ვ. ბ. ჯ.“ უფლებამონაცვლე იყო სასამართლოსათვის მიემართა განცხადებით, როგორც მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1 ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცესო მოქმედებით სს „ვ. ბ. ჟ-ას“ უფლებამონაცვლედ ცნობა და მასზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ შეჩერებულა ამ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანით. ამდენად, მითითებული პირი უფლებამონაცვლე იყო სასამართლოსთვის მოეთხოვა განცხადებით გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე და ემსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში კი უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა სასამართლოს მიერ განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის მიმართ, რომლის უფლებამოსილებაც გააჩნდა სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა საჩივარი და აღნიშნული საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძცვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე, 1971-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ქ. ჩ-ის“ წარმომადგენლის დ. ლ-ავას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი
თ. თოდრია