Facebook Twitter

ას-96-429-09 2 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. და რ. გ-ევების წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. და რ. გ-ევების წარმომადგენლებს _ რ. ბ-ძესა და თ. ჭ-ძეს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2009 წლის 4 მარტს ნ. და რ. გ-ევებმა განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან შემცირება.

საკასაციო პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. და რ. გ-ევების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინება ნ. და რ. გ-ევებს ჩაბარდათ 2009 წლის 17 მარტს (ს.ფ.130). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კასატორებმა და არც მათმა წარმომადგენლებმა ხარვეზი არ გამოასწორეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. და რ. გ-ევების წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.