Facebook Twitter

ას-1043-977-10 2 მარტი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის ¹ას-1043-977-10 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს «ც-სა» და ფ. ნ-ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების მეხუთე გვერდზე 1 000 000 ლარის ნაცვლად მითითებულია 1 000 000 000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის ¹ას-1043-977-10 განჩინების მეხუთე გვერდზე 1 000 000 000 ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 1 000 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის ¹ას-1043-977-10 განჩინების მეხუთე გვერდზე 1 000 000 000 ლარი შეიცვალოს 1 000 000 ლარით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.