Facebook Twitter

¹ას-1076-1343-09 11 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ. კ-ძე, ლ. წ-ძე, მა. კ-ძე, ხ. ე-ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. Mმ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 12 მარტს თ. მ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. კ-ძისა და მესამე პირების: ლ. წ-ძის, ხ. და მა. კ-ძეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენს ... ¹38-ში მდებარე 60 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელიც მოპასუხეებმა შეგნებულად გამიჯნეს ნაწილებად და საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე დაარეგისტრირეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ორი დამოუკიდებელი ფართი შეეძინა საჯარო აუქციონზე, მაგრამ საბოლოოდ მის საკუთრებას წარმოადგენს როგორც 36 კვ.მ, ისე 24 კვ.მ მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართები.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 36 კვ.მ-დან მისი ყოფილი მესაკუთრის - ლ. წ-ძის გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და იგი გამოსახლებულია, მაგრამ იმ დროისათვის მას არ ჰქონდა თანხმლები პირების კონკრეტული სახელები მითითებული, რის გამოც ისინი ვერ გამოასახლეს. ამდენად, მან მოითხოვა მისი კუთვნილი 36 კვ.მ გამოსახლებულ იქნენ მ. კ-ძე, ხ. ე-ვ-კ-ძე და მა. კ-ძე, ხოლო 24 კვ.მ ფართიდან მ. კ-ძე, ასევე მისი თანხმლები პირები: ლ. წ-ძე, ხ. ე-ვ-კ-ძე და მა. კ-ძე.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს არ გააჩნიათ მისი კუთვნილი სადავო ფართების ფლობის უფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ხ. ე-ვმა და მ. კ-ძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. კ-ძემ, ლ. წ-ძემ, ხ. ერისითავმა და მა. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. კ-ძის, ლ. წ-ძის, ხ. ე-ვისა და მა. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. კ-ძემ, ლ. წ-ძემ, ხ. ერსითავმა და მა. კ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ძის, ლ. წ-ძის, ხ. ე-ვისა და მა. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის, ლ. წ-ძის, ხ. ე-ვისა და მა. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას რომ მ. კ-ძის, ლ. წ-ძის, ხ. ე-ვისა და მა. კ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ძის, ლ. წ-ძის, ხ. ე-ვისა და მა. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.