Facebook Twitter

ას-1083-1015-10 10 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ა-ძის და სხვების წარმომადგენლის გ. ი-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ა-ძის სარჩელის გამო მოპასუხე სს “გ-ის” მიმართ კოლექტიურ შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა, კოლექტიური შეთანხმების მოქმედების პერიოდში შვებულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯების და კვების ღირებულების კომპენსაციის ანაზღაურება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ა-ძის და სხვების წარმომადგენლის გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინება ა. ა-იანს და გ. ა-იანს ჩაბარდა ამავე წლის 20 სექტემბერს (ს.ფ.92-93), ხოლო საკასაციო საჩივარი მათ მიერ შეტანილ იქნა 2010 წლის 25 ოქტომბერს, ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-ძის და სხვების წარმომადგენლის გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.