Facebook Twitter

¹ას-1086-1350-09 4 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

Mმოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ლ-ავას, პ. ჩ-ავას, ზ. ჩ-ავას, ე. ა-შვილის, მ. გ-ძის, ა. წ-აიას, ც. ჭ-ძის, გ. ჯ-იანის, ბ. ჯ-ძის, ნ. თ-ძის და მ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ თ. ლ-ავას, პ. ჩ-ავას, ზ. ჩ-ავას, ე. ა-შვილის, მ. გ-ძის, ა. წ-აიას, ც. ჭ-ძის, გ. ჯ-იანის, ბ. ჯ-ძის, ნ. თ-ძის და მ. თ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, საქციო საზოგადოება “თბილისი სიტის”, სააქციო საზოგადოება “ოტელ თბილისის” და კომ. ფირმა “თბილისის უძრავი ქონების კომპანიის” მიმართ, თმენის საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ. ლ-ავას, პ. ჩ-ავას, ზ. ჩ-ავას, ე. ა-შვილის, მ. გ-ძის, ა. წ-აიას, ც. ჭ-ძის, გ. ჯ-იანის, ბ. ჯ-ძის, ნ. თ-ძის და მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კასატორებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 5 500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2009 წლის 3 დეკემბერს (ს.ფ. 141-151). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოეწურათ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ლ-ავას, პ. ჩ-ავას, ზ. ჩ-ავას, ე. ა-შვილის, მ. გ-ძის, ა. წ-აიას, ც. ჭ-ძის, გ. ჯ-იანის, ბ. ჯ-ძის, ნ. თ-ძის და მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.