¹ ას-1114-1378-09 12 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ს. ბ-ძის წარმომადგენელ ა. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ს. ბ-ძე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ, რომელიც აღრიცხულ იყო 1992 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი შ. ბ-ძის სახელზე. მოპასუხე ე. ბ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის _ დ. მ-იას სარჩელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 21 დეკემბერს ე. ბ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით.
საკასაციო პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი ე. ბ-ძეს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 28 დეკემბერს (ტ.2, ს.ფ.103). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ე. ბ-ძემ ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.