Facebook Twitter

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო ს ხ დ ო მ ი ს

ო ქ მ ი

საქმე ¹ას-1123-1387-09 19 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი: ვ. ბოკუჩავა

სხდომა დაიწყო 12.05 საათზე.

დამთავრდა 12.10 საათზე.

საკასაციო საჩივრის შემომტანი პირი: თ. ტ-შვილი, გ. და გვ. ფ-შვილები

მოწინააღმდეგე მხარე: ზ. მ-შვილი

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29 ივლისის განჩინება

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

თავმჯდომარემ გახსნა სხდომა და გამოაცხადა განსახილველი საქმე.

თავმჯდომარემ სიტყვა მისცა სხდომის მდივანს, რომელმაც პალატას მოახსენა, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ:

- კასატორები თ. ტ-შვილი და გ. ფ-შვლი

- მოწინააღმდეგე მხარე_ ზ. მდივნიშვილი

- მოწინაააღმდეგე მხარის წარმომადგენელი–კ. კ-ძე (წარმოადგინა საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა ¹0316)

თავმჯდომარემ გამოაცხადა პალატის შემადგენლობა:

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი: ვ. ბოკუჩავა.

თავმჯდომარემ მხარეებს განუმარტა მათი უფლება პალატის შემადგენლობისა და სხდომის მდივნის აცილების შესახებ.

თავმჯდომარის მიმართვაზე მხარეებს პალატის შემადგენლობისა და სხდომის მდივნის მიმართ აცილება არ განუცხადებიათ და არც სხვა რაიმე შუამდგომლობა დაუყენებიათ.

თავმჯდომარემ გამოაქვეყნა კასატორების განცხადება, რომლითაც ისინი უარს ამბობენ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

პალატამ კასატორებს განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები.

თავმჯდომარის შეკითხვაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი კ. კ-ძე პასუხობს:

ჩვენ ვეთანხმებით წარმოდგენილ განცხადებას და არ ვართ წინააღმდეგი განუხილველად იქნეს დატოვებული საკასაციო საჩივარი.

პალატამ განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა – თ. ტ-შვილმა, გ. და გვ. ფ-შვილებმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ. ტ-შვილის, გ. და გვ. ფ-შვილების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მათ ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ტ-შვილის, გ. და გვ. ფ-შვილების განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე შეწყდეს თ. ტ-შვილის, გ. და გვ. ფ-შვილების საკასაციო საჩივრის წარმოება;

განემარტოს კასატორებს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით;

თ. ტ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სხდომა დახურულად გამოცხადდა.