Facebook Twitter

¹ას-1124-1388-09 4 თებერვალი, 2010წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. წ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. და ა. წ-ავების კანონიერი წარმომადგენლის ე. გ-ძის სარჩელი გ. წ-ავას მიმართ პრივატიზებული საცხოვრებელი ბინის ნაწილზე თანამესაკუთრეებად აღიარებისა და კუთვნილი წილის მიკუთვნების თაობაზე დაკმაყოფილდა, ა. წ-ავა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ.¹16, ბინა ¹19-ის 1/3 წილის მესაკუთრედ, თ. წ-ავა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ.¹16, ბინა ¹19-ის 1/3 წილის მესაკუთრედ.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. წ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. წ-ავას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. წ-ავამ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის განსახილევლად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გ. წ-ავას სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 5 მარტს დანიშნულ სასამართლოს მთავა სხდომაზე გამოცხადდა ა. და თ. წ-ავების კანონიერი წარმომადგენლის ე. გ-ძის წარმომადგენელი მ. ჯ-ძე; არ გამოცხადდა მოპასუხე გ. წ-ავა, რომელიც სასამართლოს მთავარი სხდომის დღისა და დროის თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით;

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2009 წლის 4 მარტს წარმოადგინა განცხადება სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. წ-ავას არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის წარდგენისას და არც სააპელაციო სასამართლოში არ მიუთითებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. წ-ავას სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ ქმნიდნენ სააპელაცოი საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც აპლეანტს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. წ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის გადაწყვეტილების სამართლებრივად დაუსაბუითებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ. წ-ავას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

გ. წ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. წ-ავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. წ-ავას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. წ-ავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2046.10 ლარის 70% _ 1432.27 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.