Facebook Twitter

¹ას-1137-1401-09 2 თებერვალი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ზ. დ-იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ზ. დ-იას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 650 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და თ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან თავად მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ზ. დ-იას ჩაჰბარდა 2009 წლის 22 დეკემბერს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2009 წლის 29 დეკემბერს. კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივრი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. დ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება