Facebook Twitter

¹ას-114-446-09 25 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა პ. პ-ავას საპროცესო უფლებამონაცვლე ლ. ი-კოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით პ. პ-ავას საპროცესო უფლებამონაცვლე ლ. ი-კოს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 355.75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2010 წლის 12 თებერვლის კასატორს მისი მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 22 თებერვალს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2009 წლის 4 მარტს. კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივრი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. პ-ავას საპროცესო უფლებამონაცვლე ლ. ი-კოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება