¹ას-1156-1418-09 5 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. გოგიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პ. მ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე შ. ფ-შვილის სარჩელის გამო პ. მ-იანის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კასატორ პ. მ-იანს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების პასუხად კასატორმა 2009 წლის 31 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა, განმარტა, რომ დასახელებული თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნდა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით, პ. მ-იანის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება მხარეს 2010 წლის 18 იანვარს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების ვადა 28 იანვარს ამოიწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. მ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.