Facebook Twitter

ას-1172-1038-2010 11 აპრილი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. ჩ-ძე, დ. ჩ-ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. შ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და დ. ჩ-ძეების მიმართ ბე-ს სახით გადაცემული თანხის 2000 აშშ დოლარის, ორმაგად (4000 აშშ დოლარის) დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 2008 წლის ივნისში გაყიდა ქ.ზუგდიდში მდებარე საცხოვრებელი სახლი და გადაწყვიტა სახლის ქ. ქუთაისში შეძენა. იმავე წლის აგვისტოში შეხვდა ცოლ-ქმარს მ. და დ. ჩ-ძეებს და შეთანხმდნენ, რომ 35000 აშშ დოლარად შეიძენდა მოპასუხეების ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹34/21-ში მდებარე კუთვნილ ბინას. ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის ვერ გაფორმდა დ. ჩ-ძის დედის გარდაცვალების გამო, რომლის დასაფლავებისათვის საჭირო თანხიდან მოსარჩელემ ბე-ს სახით მოპასუხეებს გადასცა 2000 აშშ დოლარი, რის შესახებაც წერილობითი დოკუმენტი არ გაფორმებულა. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება აღარ გაფორმდა, გადაცემული თანხის დაბრუნებას მოპასუხეები შეჰპირდნენ, მაგრამ დღემდე არ დაუბრუნებიათ.

M მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის მართლაც არსებობდა შეთანხმება ბინის შეძენასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება დაირღვა მოსარჩელის ბრალით, ვინაიდან მან უფრო იაფად შეიძინა სხვა ბინა. მოპასუხეებმბა ბე-ს თანხის გადაცემასთან დაკავშირებით კი აღნიშნეს, რომ ისინი ბე-ს სახით ითხოვდნენ 3000 აშშ დოლარს და, როდესაც აღნიშნული თანხა მოსთხოვეს მოსარჩელს, იგი საერთოდ დაიკარგა და მოგვიანებით შეიტყვეს, რომ მას სხვა ბინა შეუძენია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გ. შ-იას სარჩელი მოპასუხეების: დ. და მ. ჩ-ძეების მიმართ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. შ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და

მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. Gგ. შ-იას სარჩელი მოპაუხეების: დ. და მ. ჩ-ძეების მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. და დ. ჩ-ძეებს გ. შ-იას სასარგებლოდ დაეკისრათ 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებსა და მოსარჩელე გ. შ-იას შორის არსებობდა ზეპირი გარიგება ბინის ნასყიდობის თაობაზე. მოსარჩელე გ. შ-იამ მოპასუხეებს ბე-ს სახით გადასცა 2000 აშშ დოლარი, რომელსაც ბინის ფასში ჩაუთვლიდა ბინის გადაფორმების შემთხვევაში, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ შედგა და არც თანხა დაუბრუნებიათ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლით, 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 323-ე მუხლით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მოდავე მხარეებს შორის დადებული ზეპირი გარიგება ბეს ხელშეკრულების თაობაზე ბათილ ბარიგებად უნდა ჩაითვალოს და მათ შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტი, რომლის შესაბამისადაც პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, ვითომ კრედიტორს მოსთხოვოს მისი უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. და დ. ჩ-ძეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გ. შ-იას ჩვენებებზე დაყრდნობით, დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. შ-იამ მოპასუხეებს ბეს სახით გადასცა 2000 აშშ დოლარი, მაგრამ არ იმსჯელა, თანხა მართლაც გადასცეს თუ არა სესხის, არამედ ბეს სახით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი უზრუნველყოფის საშუალება, ბეს სახით თანხის გადახდის ფაქტის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენა განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 6 თებერვალის ¹3კ/1147-01, 2002 წლის 10 სექტემბრის ¹3კ/608-02, 2002 წლის 11 სექტემბრის, ¹3კ/729-02 და 2004 წლის 17 თებერვლის ¹ას-445-1140-03 განჩინებები, რომლებითაც თითქოსდა უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილებები კანონით დადგენილი ფორმის დაცვის გარეშე დადებული ბეს ხელშეკრულების ბათილობისა და გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დასახელებული განჩინებების გარდა უნდა აღინიშნოს უზენაესი სასამრთლოს 2001 წლის 17 იანვრის ¹3კ/80-01 და 2001 წლის 24 იანვრის ¹3კ/865 განჩინებებიც, რომლითაც მართლაც ბათილად იქნა ცნობილი ბეს ხელშეკრულებები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილებებები გადაცემული თანხის უკან დაბრუნების შესახებ და მართებულად იქნა განმარტებული, რომ ბე ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილია და მისი გადაცემით დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და, ამიტომ, იგი გაფორმებული უნდა იყოს ისეთივე ფორმით, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება. ბეს გადაცემა წარმოადგენს წინარე ხელშეკრულებას, რომელიც წინ უსწრებს ძირითად ნასყიდობის ხელშეკრულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ამავე კოდექსის 323-ე, 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს შორის დაიდება ხელშეკრულება უძრავი ქონების შესახებ, ამ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი უზრუნველყოფის საშუალება, ბეს სახით გადახდილი თანხა იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც ითვალისწინებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ამგვარი მსჯელობა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა თანხის გადაცემის ფაქტი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. და დ. ჩ-ძეების საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. მოპასუხეები იღებენ ვალდებულებას, მოსარჩელეს გადაუხადონ 1000 (ათასი) აშშ დოლარი, მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, რის შემდეგაც გულიზარ შ-იას მოპასუხეების მიმართ არ ექნება რაიმე ქონებრივი პრეტენზია.

2. მოპასუხეების მიერ ამ აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხის მოსარჩელისათვის ორი კვირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დ. და მ. ჩ-ძეები ვალდებული იქნებიან გ. შ-იას გადაუხადონ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი.

მხარეები შეთანხმდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოყენებულ ყადაღის გაუქმებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ ასევე, რომ აღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში მხარეები მორიგების აქტით შეთანხმდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოყენებულ ყადაღის გაუქმებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹34-21-ში მდებარე დ. ჩ-ძის ბინას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 4 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 89 ლარი, ხოლო მ. ჩ-ძეს მის მიერ 2010 წლის 25 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 61 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. მოპასუხეები იღებენ ვალდებულებას, მოსარჩელეს გადაუხადონ 1000 (ათასი) აშშ დოლარი, მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, რის შემდეგაც გულიზარ შ-იას მოპასუხეების მიმართ არ ექნება რაიმე ქონებრივი პრეტენზია.

2. მოპასუხეების მიერ ამ აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხის მოსარჩელისათვის ორი კვირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დ. და მ. ჩ-ძეები ვალდებული არიან გ. შ-იას გადაუხადონ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი.

შეწყდეს საქმის წარმოება, გ. შ-იას სარჩელის გამო, მ. და დ. ჩ-ძეების მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹34-21-ში მდებარე დ. ჩ-ძის ბინას.

დ. ჩ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 4 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 89 ლარი, ხოლო მ. ჩ-ძეს მის მიერ 2010 წლის 25 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 61 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.