Facebook Twitter

¹ას-1178-1439-09 19 თებერვალი 2010 წელი

ას-1178-1439-09 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –გ. ყ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები-მ. ყ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ 2006 წლის 13 თებერვალს (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-68) და 2006 წლის 30 იანვარს (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-47) მა. ყ-ძის სამკვიდროსთან დაკავშირებით გ. ყ-ძის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობები 1/2½ნაწილში და შესაბამისად აღნიშნულისა, ნოტარიუს ც. ბ-ძეს დაევალა გასცეს სამკვიდრო მოწმობები მ. ყ-ძეზე მისი აწ გარდაცვლილი მამის გი. ყ-ძის მიერ დედის მა. ყ-ძისაგან ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდრო ქონების – მდებარე, ქ.თბილისში, ... ქ.¹9, ბინა ¹14 – 187 კვ.მ., საზაფხულო ფართი – 12 კვ.მ. ავტოსადგომი – 18 კვ.მ. და ქ.ბორჯომში, ... ქუჩის ¹15-ში განთავსებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის, საერთო ფართი 96 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 59 კვ.მ. დამხმარე ფართი 57 კვ.მ., მთლიანი განაშენიანების ფართი 140 კვ.მ. -1/2 ნაწილზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ყ-ძემ და მ. ყ-ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ 2006 წლის 30 იანვარს (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-47) მა. ყ-ძის სამკვიდროსთან დაკავშირებით გ. ყ-ძის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/2½ ნაწილში და შესაბამისად აღნიშნულისა, ნოტარიუს ც. ბ-ძეს დაევალა გასცეს სამკვიდრო მოწმობა მ. ყ-ძეზე მისი აწ გარდაცვლილი მამის გი. ყ-ძის მიერ დედის მა. ყ-ძისაგან ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდრო ქონების – მდებარე , ქ.ბორჯომში, ... ქუჩის ¹15-ში განთავსებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის, საერთო ფართი 96 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 59 კვ.მ. დამხმარე ფართი 57 კვ.მ. მთლიანი განაშენიანების ფართი 140 კვ.მ. – ½ ნაწილზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ყ-ძის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ 2006 წლის 30 იანვარს (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-47) გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში და დაევალოს ქ.თბილისის ნოტარიუსს ც. ბ-ძეს გასცეს სამკვიდრო მოწმობა მ. ყ-ძის სასარგებლოდ მისი აწ გარდაცვლილი მამის გი. ყ-ძის მიერ დედის მა. ყ-ძისაგან ფაქტობრივი ფლობით მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე, რაც შეადგენს ქ.ბორჯომში, ... ქუჩის ¹15-ში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის, შემდგარი ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან – ფართით 96 კვ.მ. მთლიანი განაშენიანების ფართი – 140 კვ.მ. 59 კვ.მ. დამხმარე ფართი, 57 კვ.მ. ნახევარსარდაფი, 1111/2 ნაწილს.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მამკვიდრებელი მა. ყ-ძე გარდაიცვალა 2004 წლის 09 იანვარს;

მა. ყ-ძის სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ.თბილისი, ... ქ.¹9, ბინა ¹14;

მა. ყ-ძეს გარდაცვალების მომენტისათვის ჰყავდა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: 1. შვილი, გი. ყ-ძე და 2. 1997 წლის 24 ივნისს გარდაცვლილი შვილის, რ. ყ-ძის შვილი – გ. ყ-ძე;

მა. ყ-ძის სამკვიდროს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... ქ.¹9 ბინა ¹14 – 187 კვ.მ. საზაფხულო ფართი – 12 კვ.მ. ავტოსადგომი – 18 კვ.მ.

გი. ყ-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 3 სექტემბერს ქ.თბილისში ... ქ.¹9, ბინა ¹14-ში;

მ. ყ-ძე, დაბადებული 1961 წლის 11 ივლისს, წარმოადგენს გი. ყ-ძის შვილს;

მ. ყ-ძემ 2005 წლის 14 სექტემბერს მიმართა ნოტარიუს ც. ბ-ძეს და განაცხადა, რომ იგი არის 2005 წლის 3 სექტემბერს გარდაცვლილი გი. ყ-ძის მემკვიდრე და სურს გაიფორმოს სამკვიდრო უფლებები გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე;

2006 წლის 13 თებერვას ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-68) გ. ყ-ძეზე მამკვიდრებელ მა. ყ-ძის სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, ... ქ.¹9, ბინა ¹14, ფართი 187 კვ.მ., საზაფხულო ფართი 12 კვ.მ. ავტოსადგომი, ფართი 18 კვ.მ. ამ უკანასკნელის სამკვიდროზე, შვილიშვილ გ. ყ-ძეზე;

2006 წლის 17 მარტის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით ქ.ბორჯომი, ... ქ.¹15-ში მიწის უძრავი ქონების 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, შემდგარი ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 96 კვ.მ. 59 კვ.მ. დამხმარე ფართი, 57 კვ.მ. ნახევარსარდაფი, მთლიანი განაშენიანების ფართი 140 კვ.მ.რეგისტრირებულია გ. ყ-ძის საკუთრების უფლება (განაცხადის რეგისტრაციის ¹630/06, თარიღი 27.02.2006).

2006 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით ქ.თბილისი, ... ქ.¹9-ში მიწის, სარეგისტრაციო ნომერი ¹1/14/11/0/11, მე-6 სართულზე მდებარე ბინა ¹14-ზე წილობრივი მონაცემებით 187, საზაფხულო ფართზე წილობრივი მონაცემებით 12 და ავტოსადგომზე წილობრივი მონაცემებით 18 რეგისტრირებულია გ. ყ-ძის საკუთრების უფლება . (განაცხადის რეგისტრაციის ¹9721/2006, თარიღი 01.03.2006);

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მხარეთა განმარტებითა და კანადის მოქალაქეობის მოწმობით დადგენილია, რომ გი. ყ-ძე წარმოადგენდა კანადის მოქალაქეს;

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით – 2002 წლის 21 მაისს გი. ყ-ძეზე, როგორც კანადის მოქალაქეზე, გაცემული პასპორტითა და მძღოლის მოწმობით დადგენილია, რომ იგი წარმოადგენდა ... პროვინციის მაცხოვრებელს;

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მ. ყ-ძის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, გი. ყ-ძე დედის, მა. ყ-ძის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2 თვეში ჩამოვიდა კანადიდან საქართველოში და მის შემდეგ გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... ¹9-ში მე-6 სართულზე განთავსებულ ბინა ¹14-ში, რომელიც იზოლირებული სახით იყო გამოყოფილი მისი ძმისშვილის – გ. ყ-ძის საცხოვრებელი ფართიდან, ანუ ბინა ¹14 შედგებოდა ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული საცხოვრებელი ფართისაგან, ასეთივე დამხმარე ფართებით. შესაბამისად, გი. ყ-ძე დედის გარდაცვალებიდან 6 თვეში დაეუფლა ამ ქონებას, კაპიტალურად შეაკეთა. შესაბამისად, გი. ყ-ძეს ფაქტორივი ფლობით მიღებული აქვს დედის, მა. ყ-ძის სამკვიდრო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ 2006 წლის 30 იანვარს ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-47) გ. ყ-ძემ მიიღო მამკვიდრებელ მა. ყ-ძის სამკვიდრო ქონება მდებარე ქ.ბორჯომში, ... ქ.¹15-ში.

პალატამ მიუთითა, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2006 წლის 30 იანვრის ¹2-47 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ 1997 წლის 24 ივნისს გარდაცვლილი რ. ყ-ძის სამკვიდრო ქონება – მდებარე ქ.ქორჯომში, ... ქუჩის ¹15-ში, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლით, შემდგარი ოთხი საცხოვროებელი ოთახისაგან – ფართი 96 კვ.მ. მთლიანი განაშენიანების ფართი – 140 კვ.მ. 59 კვ.მ. დამხმარე ფართი, 57 კვ.მ. ნახევარსარდაფი – მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა გ. ყ-ძემ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან გ. ყ-ძემ 2006 წლის 30 იანვრის ¹2-47 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის თანახმად მიიღო მამის (რ. ყ-ძის) და არა ბებიის (მა. ყ-ძის) სამკვიდრო, ამიტომ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის 1/2½ ნაწილში მ. ყ-ძის სასარგებლოდ ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.ბორჯომში, ... ქუჩის ¹15-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გ. ყ-ძის სახელზე, როგორც 1997 წლის 24 ივნისს გარდაცვლილი რ. ყ-ძის მემკვიდრეზე, 2006 წლის 30 იანვრის ¹2-47 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ ხსენებული უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა მა. ყ-ძეს, რაც რეგისტრირებული იყო ბორჯომის კომუნალურ საწარმოთა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მარიმ ყ-ძე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მა. ყ-ძის გარდაცვალების შემდეგ (2004 წლის 9 იანვარი) აღნიშნული უძრავი ქონება შევიდა მის სამკვიდროში.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გი. ყ-ძის მიერ მა. ყ-ძის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები გაქარწყლებულია მენაშენეთა ამხანაგობა „... ¹9-ის“ თავმჯდომარის ბ. კ-შვილის მიერ გაცემული ცნობით.

პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული მტკიცებულება ვერ აქარწყლებდა ... ქუჩის ¹9-ში მდებარე ¹14 ბინაში გი. ყ-ძის მიერ 2004 წელს სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტს, ვინაიდან გაურკვეველია მენაშენეთა ამხანაგობა „... ¹9-ში მდებარე ¹14 ბინაში გი. ყ-ძის მიერ 2004 წელს სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტს, ვინაიდან გაურკვეველია მენაშენეთა ამხანაგობა „... ¹9-ის“ თავმჯდომარის ცნობის გაცემის თარიღი, ასევე ამხანაგობის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების დრო.

პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გი. ყ-ძის სამკვიდროს გახსნის ადგილად მართებულად მიიჩნია მისი საცხოვრებელი ადგილი – საქართველო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მ. ყ-ძემ მამის გი. ყ-ძის გარდაცვალებიდან (სამკვიდროს გახსნის დღიდან) 6 თვის ვადაში სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მ. ყ-ძემ მიიღო მამის გი. ყ-ძის სამკვიდრო ქონება – ქ.ბორჯომში, ... ქუჩის ¹15-ში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის, შემდგარი ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან – ფართი 96 კვ.მ. დამხმარე ფაფრთი, 57 კვ.მ. ნახევარსარდაფი, 1/2½ ნაწილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-ძემ.

კასატორის მითითებით, მ. ყ-ძე რ. ყ-ძის მემკვიდრეთა წრეში არ შედის. რის გამოც მისი აზრით სამართლებრივად დაუშვებელია, რომ რ. ყ-ძის სამკვიდრო ქონების თაობაზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, როგორც მემკვიდრე, მითითებული იყოს მ. ყ-ძე.

კასატორის განმარტებით, მ. ყ-ძეს, რომელიც მოითხოვს ქ.ბორჯომში ... ქ.¹15-ში მდებარე ორსართულიან კერძო საცხოვრებელი სახლის მემკვიდრეობით მიღებას, არ წარუდგენია ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტები არც ნოტარიუსისთვის და არც სასამართლოსთვის. ასეთ ვითარებაში ნოტარიუს ც. ბ-ძისთვის იმის დავალება, რომ მ. ყ-ძის სახელზე გასცეს სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც აისახება ზემოაღნიშნული უძრავი ქონება – დაუშვებელია.

კასატორის განმარტებით, მ. ყ-ძემ ნოტარიუს ც. ბ-ძეს დაუმალა, რომ გი. ყ-ძე იყო კანადის მოქალაქე და სამკვდრო ქონება მემკვიდრეებზე უნდა გადასულიყო კანადის კანონმდებლობის თანახმად. გარდა ამისა, მ. ყ-ძემ სასამართლოს წარუდგინა ყალბი დოკუმენტი – გი. ყ-ძის საქართველოს რესპუბლიკის პირადობის მოწმობა (პირადი ..., ...) გაცემული თბილისს ვაკის შს განყოფილების მიერ 22.02.1995 წ. მოცემული დოკუმენტის გაცემისას თბილისის ვაკის შს განყოფილების მიერ 22.02.1995 წ მოცემული დოკუმენტის გაცემისას დანაშულის არსებობაზე ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემულ ცნობაში გი. ყ-ძის მამის სახელად, მითითებულია გრ... ნაცვლად გ...სა. კასატორის მითითებით, დასახელებული დოკუმენტის სიყალბეზე მოწმობს ის გარემოებაც, რომ არსებობს გი. ყ-ძის სახელზე ვაკის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ 04.07.2005 წელს გაცემული საქართველოს რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა ..., ...), რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა ახელზე.

კასატორის აზრით, გი. ყ-ძეს მა. ყ-ძის სამკივდრო არ მიუღია. კერძოდ ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹14-ში ამ სახლის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ ცხოვრობს გ. ყ-ძე. მა. ყ-ძის მოძრავ ნივთებს ფლობს გ. ყ-ძე და .შ.

კასატორის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბმება საქმეზე გამოძახებულ მოწმეთა ჩვენება, რომ თითქოსდა გ.ყ-ძე მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹9-ში აშენებულ სახლში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. ასეთ მტკიცებას აქარწყლებს ამხანაგობის თავმჯდომარის ბ. კ-შვილის მიერ გაცემული ცნობა. ის გარემოება, რომ მოწმეებმა მისცეს არასწორი ჩვენება ვლინდება იქიდანაც, რომ ყოველი მათგანი ამტკიცებდა, რომ თითქოსდა გი. ყ-ძე იყო საქართველოს მოქალაქე და არა კანადის მოქალაქე, რაც არ შეიძლება შეშლოდა მასთან დაახლოებულ პირს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს- გ. ყ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის 70%- 700 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს- გ. ყ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის 70%-700 ლარი

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.