¹ ას-1201-1462-09 15 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით თეა ს-ძისა სარჩელი მოპასუხეების _ უ. და ნ. ს-ძეების მიმართ მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ძის წარმომადგენელმა ნ. თ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ძის წარმომადგენელმა ნ. თ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება თ. ს-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 30 დეკემბერს (ს.ფ.206). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კასატორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თეა ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.