¹ას-1205-1056-2010 24 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ც. ა-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გადახდის განვადებით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹1 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, ნაკვეთი 290, დაზუსტებული ფართობი 1130, (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106049), ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 175 462.2 აშშ დოლარით. მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის გამავლობაში. Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გადახდის განვადებით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹2 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა, ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 288, დაზუსტებული ფართობი 500 კვ. მM (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106023) ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 77 639.5 აშშ დოლარად. Mმყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაფარა 24 თვის განმავლობაში,Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹4 უძრავ ქონებაზე, სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14 (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103972), ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 77 639.5 აშშ დოლარით. Mმყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში.Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹5 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგსტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 346, დაზუსტებული ფართობი 1900 კვ.მ (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103966); ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 295 030.1 აშშ დოლარად. მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში. Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 3 ივნისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ხელშეკრულება ¹2 უძრავი ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., უფლება ¹6 უძრავი ქონების ნაწილზე, მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14 კვარტალი 07, ნაკვეთი 427, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008165705). Nნასყიდობის ფასი განისაზღვრა 77 639.5 აშშ დოლარი. მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში. Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 3 ივნისსს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹6 უძრავი ქონების (1/2½ ნაწილზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ზაჰესი, კოდი 12, კვარტალი 03, ნაკვეთი 344, დაზუსტებული ფართობი 14 000 კვ.მ შენობა-ნაგებობა ¹1, შენობა ნაგებობა ¹2), ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1 200 000 ევროდ. 2008 წლის 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის ფასის გადახდის სანაცვლოდ მყიდველს ნასყიდობის საგანზე მიწის ნაკვეთზე უნდა უზრუნველეყო საქართველოს არსებული სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი კლასის საზოგადოებრივი კვების ობიექტის (რესტორნის) აშენება და ექსპლოატაციაში მიღება, რის Dშედეგადაც აღნიშნულ ობიექტზე უნდა დარეგისტრირებულიყო მხარეთა საერთო საკუთრება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ნასყიდობის საგანი – ექვსი ნაკვეთის საერთო ღირებულება შეადგენს 999943,6 აშშ დოლარსა და 1200000 ევროს.Yყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: შეწყვეტილ იქნას 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, ნაკვეთი 290, დაზუსტებული ფართობი 1130, (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106049); შეწყვეტილ იქნას 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გადახდის განვადებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ¹2 უძრავ ქონებაზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა, ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 288, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106023); შეწყვეტილ იქნას 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹4 უძრავ ქონებაზე (სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14 განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103972); შეწყვეტილ იქნას 2008 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹5 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 346, დაზუსტებული ფართობი 1900 კვ. მ, (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103966); შეწყვეტილ იქნას 2008 წლის 3 ივნისს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ხელშეკრულება ¹2 უძრავი ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., უფლება ¹6 უძრავი ქონების ნაწილზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14 კვარტალი 07, ნაკვეთი 427, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008165705); შეწყვეტილ იქნას 2008 წლის 3 ივნისსს მოსარჩელესა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹6 უძრავი ქონების 1/2½ ნაწილზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ზაჰესი, კოდი 12, კვარტალი 03, ნაკვეთი 344, დაზუსტებული ფართობი 14 000 კვ.მ); 2008 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევისათვის თ. მ-ძეს დაეკისროს გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 0,03%, რაც შეადგენს 499.8 აშშ დოლარს. ხელშეკრულებების შეწყვეტით გამოწვეული პირგასამტეხლოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს თანხის 0.03% ყოველ გადაცილებულ დღეზე 2008 წლის 26 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს ნასყიდობის ფასის 15%-ს – 149991.54 აშშ დოლარსა და მასზე დარიცხულ 0.03%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2008 წლის 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტით გამოწვეული პირგასამტეხლო და პირგასამტეხლოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს თანხის 0.03% ყოველ გადაცილებულ დღეზე 2008 წლის 26 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს ნასყიდობის ფასის 15% -ს, 180 000 ევროს და მასზე დარიცხული 0.03%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე თ. მ-ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი, უძრავი ქონება გადაფორმებულიყო ც. ა-შვილის სახელზე, არც ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდებას ცდილობს, მაგრამ მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს დარღვევის დროისათვის გადასახდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით, ხელშეკრულების 5.6 მუხლის თანახმად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეწყვეტილად იქნა ცნობილი 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, ნაკვეთი 290, დაზუსტებული ფართობი 1130, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106049); შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გადახდის განვადებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა, ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 288, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106023); შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹4 უძრავ ქონებაზე, სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 345, დაზუსტებული ფართობი 1910 კვ. მ, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103972); შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹5 უძრავ ქონებაზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 346, დაზუსტებული ფართობი 1900 კვ.მM განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103966); შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2008 წლის 3 ივნისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ხელშეკრულება უძრავი ქონებაზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14 კვარტალი 07, ნაკვეთი 427, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ განაცხადის რეგისტრაციის ¹882008165705); შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2008 წლის 3 ივნისსს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ზაჰესი, კოდი 12, კვარტალი 03, ნაკვეთი 344, დაზუსტებული ფართობი 14 000 კვ.მ); მოპასუხე თ. მ-ძეს ც. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევისათვის პირველი გადახდის 55552.4 აშშ დოლარის ვადაგადაცილებისათვის 499,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. Mმოპასუხე თ. მ-ძეს ც. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით 49 991 აშშ დოლარისა და 54 ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხე თ. მ-ძეს ც. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით 80 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ა-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გადახდის განვადებით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹1 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, ნაკვეთი 290, დაზუსტებული ფართობი 1130, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106049); ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 175 462.2 აშშ დოლარით. მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში; გადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გადახდის განვადებით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹2 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგისტრაციო ზონა, ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 288, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008106023) ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 77 639.5 აშშ დოლარით. Mმყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაფარა 24 თვის განმავლობაში. Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹4 უძრავ ქონებაზე (სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 345, დაზუსტებული ფართობი 1910 კვ.მ, (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103972). ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 296 582.8 აშშ დოლარით. Mმყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში,Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 23 მაისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹5 უძრავ ქონებაზე მდებარე სარეგსტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 346, დაზუსტებული ფართობი 1900 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ¹882008103966), Nნასყიდობის ფასი განისაზღვრა 295 030.1 აშშ დოლარით. მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში. Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 3 ივნისს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ხელშეკრულება ¹2 უძრავ ქონებაზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ....., კოდი 14, კვარტალი 07, ნაკვეთი 427, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ, (განაცხადის რეგისტრაციის ¹882008165705).Nნასყიდობის ფასი განისაზღვრა 77 639.5 აშშ დოლარი. მყიდველს ნასყიდობის ფასი უნდა დაეფარა 24 თვის განმავლობაში. Gგადახდა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ; 2008 წლის 3 ივნისსს ც. ა-შვილსა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ¹6 უძრავი ქონების 1/2½ ნაწილზე (მდებარე სარეგისტრაციო ზონა ..., კოდი 72, სექტორი ზაჰესი, კოდი 12, კვარტალი 03, ნაკვეთი 344, დაზუსტებული ფართობი 14 000 კვ.მ შენობა-ნაგებობა ¹1, შენობა ნაგებობა ¹2), ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1 200 000 ევროდ. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ასევე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეორე მხარის ინიციატივით ვადამდე შეწყდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში გადაუხადოს მეორე მხარეს ნასყიდობის ფასის 15%, ხოლო ერთთვიანი ვადის გადაცილებისათვის ნასყიდობის ფასის 0,03% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის 2008 წლის 23 მაისის გაფორმებული ხელშეკრულებების მე-6 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მყიდველი დაარღვევს გადახდის გრაფიკს, იგი ვალდებულია, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს ამ ეტაპისათვის გადასახდელი თანხის 0,03%. მხარეთა შორის 2008 წლის 23 მაისის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი გადასახადი შეადგენდა 55 552.4 აშშ დოლარს. 2008 წლის 26 დეკემბერს თ. მ-ძემ უარი განაცხადა ც. ა-შვილთან 2008 წლის 23 მაისსა და 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 2008 წლის 26 დეკემბერს თ. მ-ძემ ცალმხრივად შეწყვიტა ა-შვილთან 2008 წლის 23 მაისსა და 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებები. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 417-420-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმები არეგულირებენ პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალების, განსაზღვრისა და გამოყენების წესს. მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი დასკვნები გააკეთა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო განსახილველ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ა-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, მაგრამ არ განმარტა და არ მიუთითა მისი შეფარდების ფაქტობრივი საფუძველი, არ მიუთითა იმ გარემოებაზე, თუ რატომ შეიძლება იყოს მიჩნეული მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. კერძო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. Aამავდროულად, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს «შეუსაბამოდ მაღალი» პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მართალია, პირგასამტეხლოს გადახდის ტვირთი ეკისრება მოვალეს, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანიც არ უნდა დარჩეს აუნაზღაურებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს სწორედ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. Aამდენად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების ორივე მხარის პატივსადები ინტერესები. Mმოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არც ერთი მხარის ინტერესებზე, არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონტრაჰენტებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.Pპირგასამტეხლო არის საშუალება, მხარეებმა დავის შემთხვევაში თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯი ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ვალდებულების შეუსრულებლობის კომპენსირება მოახდინონ წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს ყოველთვის ექნება უფლება დაუსაბუთებლად შეამციროს ან გააუქმოს პირგასამტეხლო, სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმების არსებობა აზრს დაკარგავდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტის გადახდის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მართალია დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის ვადები, თუმცა პირგასამტეხლო და პროცენტი გააიგივა, რის შედეგადაც ფაქტობრივად გაათავისუფლა მოპასუხე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისიწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გარიგების შედეგად უნდა მიეღო დაახლოებით 1 000 000 აშშ დოლარი და 1 200 000 ევრო, აგრეთვე, თვეების განმავლობაში საკუთრება გაფორმებული იყო მოპასუხის სახელზე და მას შესაძლებლობა არ ჰქონდა განეკარგა თავისი ქონება. ისეთ ვითარებაში, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე დაიწყო ფასების კლება, მოსარჩელემ ვერ მოახერხა უძრავი ქონების გასხვისება მინიმალური დანაკარგებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ც. ა-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ც. ა-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, პირგასამტეხლოს დაკისრება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებს. იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც. ა-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 6 დეკემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ც. ა-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 6 დეკემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.